ასპიდისტრა (Aspidistra) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. მცენარე უღეროა, აქვს მარადმწვანე ტყავისებრი ძირის ფოთლები, მოკლეყუნწიანი წვრილი ყვავილები.

ასპიდისტრა
Aspidistra elatior
Aspidistra elatior
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  შროშანისებრნი
გვარი:  ასპიდისტრა
ლათინური სახელი
Aspidistra

სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიისა და იაპონიის მთებში გავრცელებულია ასპიდისტრის 6 - 8 სახეობა. ყოფილ სსრკ-ში Aspidistra lurida (Aspidistra elatior) კულტივირებულია ორანჟერეებსა და ოთახის პირობებში და "მეგობრული ოჯახი" ჰქვია. ასპიდისტრა ჩრდილის ამტანი მცენარეა.

ლიტერატურა რედაქტირება