შროშანისებრნი (ლათ. Liliaceae)— ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. მრავალწლოვანი ფესურიანი, ტუბერბოლქვიანი ან ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეებია. საყვავილე ყლორტი შეფოთლილი აქვთ ან მხოლოდ ფესვთანური ფოთლები უვითარდებათ. ფოთლები ჩვეულებრივ მთლიანია, ხშირად — ვიწრო ხაზური. ყვავილები აქტინომორფულია, იშვიათად — ზიგომორფული. ნაყოფი კოლოფია, ზოგჯერ — კენკრა.

შროშანისებრნი
Lilium martagon
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
(რანგის გარეშე):  ფარულთესლოვნები
(რანგის გარეშე):  ერთლებნიანები
რიგი:  შროშანისნაირნი
ოჯახი:  შროშანისებრნი
ლათინური სახელი
Liliaceae

ოჯახში 170-მდე გვარია, რომლებშიც თავმოყრილია 2500-მდე სახეობა. გავრცელებულნი არიან მთელს დედამიწაზე. შროშანისებრთა შორის ბევრია სამკურნალო (შროშანა, შხამა და სხვა) და დეკორატიული (შროშანი, ტიტა, სუმბული და სხვა) მცენარე.

გვარები რედაქტირება

ქვემოთ მოცემული გვარები ისტორიულად კლასიფიცირებულნი იყვნენ შროშანისებრთა ოჯახში. ერთლებნიანთა კლასიფიკაცია საგრძნობლად იქნა გადასინჯული ბოლო წლებში და ზოგიერთმა ახალმა სისტემამ ეს გვარები სხვა ოჯახებს მიაკუთვნა. ფრჩხილებში მოყვანილია ფარულთესლოვანთა ფილოგენეტიკური ჯგუფის (ფფჯ) მე-3 სისტემის მიხედვით სხვა ოჯახებში (ანდა რიგებში ან ქვეოჯახებში) გადაყვანილი გვარები.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება