ასათ II გრიგოლისძე

(გადამისამართდა გვერდიდან ასათ გრიგოლისძე (ერისთავი))
ეს სტატია XII საუკუნის მეორე ნახევრის ჰერეთის ერისთავს ეხება. ამავე საუკუნის დასაწყისის ფეოდალის შესახებ იხილეთ ასამ გრიგოლისძე.

ასათ გრიგოლისძეჰერეთის ერისთავი XII საუკუნის 80-იან წლებში. ერისთავობა წაართვა საღირ კოლონკელიძეს.

ყუთლუ-არსლანის გამოსვლის დროს ასათ გრიგოლისძე თამარის მომხრეთა ბანაკში იმყოფებოდა. 1186-1187 წლებში „არიშინის ადგილის“ მფლობელი ანუ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მონაპირე იყო. გრიგოლისძის ინიციატივით მოეწყო „დიდი და სასახელო“ ლაშქრობა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ რანსა (ბელაქანი) და არაქსის აუზში. შემდგომში ასათმა მეფისაგან ერისთავობა თავის ძის, გრიგოლისათვის გამოითხოვა, თვითონ კი საარიშიანოს მონაპირეობა მიიღო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1989.
  • მუსხელიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 150.
  • კლდიაშვილი დ., ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2017, გვ. 184.