საღირ მახატლისძე — XII საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი დიდებული, ხორნაბუჯის პატრონი, მახატლისძეთა საგვარეულოდან. 1190-იან წლებში აღკვეთა თამარ მეფის ყოფილი ქმრის, გიორგი რუსის საქართველოში შემოღწევის მეორე მცდელობა. არანიდან შემოჭრილ გიორგის საღირ მახატლისძე მის სამ ვაჟთან ერთად შეებრძოლა და, რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, სასტიკად დაამარცხა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 7, თბ., 1974
  • მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973
  • ცინცაძე ი., ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X-XVI სს.), თბ., 1956
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965
  • მეტრეველი რ., ქსე, ტ. 5, გვ. 280, თბ., 1980