არჩილ მინდიაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არჩილ მინდიაშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

არჩილ მინდიაშვილი (დ. 27 მაისი, 1956, სოფ. ქვემო ჭალა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სასულიერო და საერო მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის დეკანოზი.

არჩილ მინდიაშვილი
დაბადების თარიღი 27 მაისი, 1956 (1956-05-27) (67 წლის)
დაბადების ადგილი სოფ. ქვემო ჭალა, კასპის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სასულიერო სემინარია
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1972-1974 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 1980 წლიდან იყო დიაკვანი, მღვდელი, მსახურობდა დიდუბის ღვთისმშობლის, გორის ღვთისმშობლის, თბილისის წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიაში, ამჟამად მსახურობს ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება