გომის ღვთისმშობლის ეკლესია

გომის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია სოფელ გომის აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,95 X 4,55 მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. ნახევრად დანგრეულია - კედლები სამი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. მოგვიანებით შეუკეთებიათ რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდი ნახევარწრიულია.

ძეგლი უნახავს გიორგი ბოჭორიძეს, რომელიც მას დაღალულას ღვთისმშობლის ეკლესიას უწოდებს.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17701

სქოლიო რედაქტირება

  1. ბოჭორიძე გ., ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები, თბ., 2011, გვ. 239