არამ ხაჩატურიანი (სომხ. Արամ Խաչատրյան; დ. 6 ივნისი, 1903, ტფილისი, რუსეთის იმპერია ― გ. 1 მაისი, 1978, მოსკოვი, სსრკ) — სომეხი კლასიკური მუსიკის კომპოზოტორი, დირიჟორი, პედაგოგი. სერგეი პროკოფიევთან და დიმიტრი შოსტაკოვიჩთან ერთად საბჭოთა მუსიკის ერთ-ერთ „ტიტანად“ მიიჩნევა[1].

არამ ხაჩატურიანი
დაბადების სახელი არამ ხაჩატურიანი
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1903
ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 მაისი, 1978
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
დაკრძალულია კომიტასის პანთეონი, ერევანი, სომხეთი
ეროვნება სომეხი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ტფილისში (ამჟ. თბილისი), იმ დროს რუსეთის იმპერიის ნაწილში, ხელმოკლე სომეხთა ოჯახში (მის ნამუშევრებში ძლიერია სომხური ფოლკლორის გავლენა).

ახალგაზრდობაში აღტაცემაში მოჰყავდა მუსიკას რომელიც მის ირგვლივ ესმოდა, თუმცა თავდაპირველად მას მუსიკა ან მისი კითხვა არ შეუსწავლია. 1921 წელს ის მოსკოვში მოგზაურობს მარტოდმარტო მუსიკის შესწავლის დასაწყებად, მიუხედავად იმისა, რომ პირველად მუსიკალური განათლება არ გააჩნდა და ერთი სიტყვა რუსული არ ესმოდა. თუმცა ისეთი მუსიკალური ტალანტი გამოამჟღავნა, რომ გნესინისი ინსტიტუტში ჩაირიცხა, სადაც ჩელოს სწავლობდა მიხაილ გნესინის ზედამხედველობის ქვეშ და 1925 წელს კომპოზიციის კლასში რიცხავენ. 1929 წელს ის მოსკოვის კონსერვატორიაში გადადის, სადაც ნიკოლაი მიასკოვსკისთან სწავლობს. 1930-იანებში ის ნინა მაკაროვას ირთავს ცოლად, მიასკოვსკის კლასის თანაკურსელს. 1951 წელს ის გნესინის სახელმწიფო მუსიკალური და პედაგოგიური ინსტიტუტისა და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი ხდება. მას ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოსტი უჭირავს კომპოზიტორთა კავშირში. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით მისი რამდენიმე ნაშრომი სასტიკად გაკიცხა ე.წ. „ფორმალიზმისთვის“ პროკოფიევისა და შოსტაკოვიჩის მსგავსად. მიუხედავად ამისა, ეს სამი კომპოზიტორი საბჭოთა მუსიკის ე.წ. „ტიტანები“ გახდნენ, მსოფლიო-კლასის რეპუტაციითა და საუკუნის კომპოზიტორთა ტიტულის დამკვიდრებით.

ორდენები და ტიტულები რედაქტირება

საბჭოთა კავშირი[2][3]
სხვა ქვეყნები[3]
  • არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის ხელოვნებისა და მეცნიერების ორდენი (1961, „შესანიშნავი მუსიკალური მიღწევებისთვის“)
  • პაპ იოანე XXIII–ს მედალი (1963)
  • ირანის შაჰის მედალი (1965)
  • პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1972, „პოლონეთის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის“)
  •   ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი (საფრანგეთი) და Commandeur–ის ტიტული (1974)
აკადემიური ტიტულები
  • მუსიკის პროფესორი — 1950
  • წმინდა ცეცილის ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი, რომი, იტალია — 1960
  • ბერლინის ხელოვნების აკადემიის წევრ-აკადემიკოსი — 1961
  • მექსიკის ეროვნული კონსერვატორიის საპატიო წევრი — 1960
  • სომხეთის ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი — 1963
  • საბჭოთა კავშირის აკადემიის დოქტორი — 1965[4]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Haskins, Ann (14 აგვისტო, 2008). „Terpsichorean Titan“. LA Weekly. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Geodakyan 1979, pp. 18–19.
  3. 3.0 3.1 Titles, prizes, awards. Virtual Museum of Aram Khachaturian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 February 2014.
  4. Geodakyan 1979, p. 18.