ალპინიადა — მასობრივი სასწავლო, სპორტული ან საიუბილეო ალპინისტური ღონისძიება. სასწავლო ალპინიადა იგივეა რაც ლაშქრობა მაღალმთიან ადგილებში, რომელიც მწვერვალის დაპყრობით მთავრდება. სპორტული ალპინიადა არის სხვადასხვა სირთულის მარშრუტის დაძლევა; მისი მიზანია თანრიგოსანი სპორტსმენების მომზადება. საიუბილეო ალპინიადა თავისი ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს სასწავლო ან სპორტული და რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას ეძღვნება. მაგ., 1968 წელს ჩრდილოეთ უშბაზე (4694 მ, მე-4 კატეგორია) მოწყობილი სპორტული ალპინიადა (48 კაცი, ხელმძღვანელი მიხეილ ხერგიანი), რომელიც კომკავშირის 50 წლისთავს მიეძღვნა.[1]

ალპინიადა

საქართველოში ალპინიადები იმართება 1930-იანი წლებიდან. პირველ ყველაზე მასობრივ ლაშქრობად ითვლება მეორე ქართული მსროლელი დივიზიის 316-კაციანი შემადგენლობის ასვლა მყინვარწვერზე 1935 წელს (ხელმძღვანელი დავით წერეთელი). 1952 წლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპინიადა დიდი მეფისკალოზე (214 კაცი, ხელმძღვანელი ოთარ გიგინეიშვილი), 1948 წლის სრულიად საქართველოს საიუბილეო ალპინიადა მყინვარწვერზე 502 კაცის მონაწილეობით (ხელმძღვანელი სანდრო გვალია) და სხვ. მრავალი.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 324.
  2. საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი – ალპინიადა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2012-07-16.