ალექსი ვიქტორის ძე შჩუსევი (რუს. Алексей Викторович Щчусев; დ. 26 სექტემბერი (8 ოქტომბერი), 1873, კიშინიოვი — გ. 24 მაისი, 1949, მოსკოვი) — რუსი და საბჭოთა არქიტექტორი, სსრკ დამსახურებული არქიტექტორი (1930). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943).

ალექსი შჩუსევი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 8 ოქტომბერი, 1873(1873-10-08)[1]
დაბ. ადგილი კიშინიოვი[2]
გარდ. თარიღი 24 მაისი, 1949(1949-05-24)[2] (75 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[3] [2] [4] , რესტავრატორი[5] , curator, ხელოვნებათმცოდნე[6] , ხელოვნების თეორიტიკოსი[6] და პედაგოგი[6]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
მიმართულება არტ-ნუვო, კონსტრუქტივიზმი, ნეორენესანსი, ავანგარდიზმი და არტ-დეკო
ალმა-მატერი Higher Art School at the Imperial Academy of Arts
მნიშვნელოვანი პროექტები ლენინის მავზოლეუმი, Kazan I, Kazansky railway station, კომსომოლსკაია და Hotel Moskva
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“

ბიოგრაფია რედაქტირება

1891–1897 წლებში ლ. ბენუასთან სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1910 წლიდან იყო სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი, 1926–1929 წლებში — ტრეტიაკოვის გალერეის დირექტორი, 1946–1949 წლებში — მოსკოვის არქიტექტორული მუზეუმის ორგანიზატორი და დირექტორი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1913 წლიდან.

განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობდა საბჭოტა პერიოდში. 1918-1925 წლებში მონაწილეობდა მოსკოვის რეკონსტრუქციის დამუშავებაში. 1920-იან წლებში ააშენა რამდენიმე შენობა კონსტრუქცივიზმის გავლენით, მათ შორის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სოჭში. მისი შემოქმედების მიღწევად ითვლებოდა ვლადიმერ ლენინის მავზოლიუმი მოსკოვში. შჩუსევი ავტორია მარქსიზმ-ლენინიზმის საქართველოს ინსტიტუტის ფილიალის შენობისა (1938) თბილისში და სასტუმრო „ინტურისტისა“ (1939) ბათუმში. მუშაობდა ქალაქთმშენებლობაში. ეკუთვნის დიდი სამამულო ომის დროს დანგრეული ქალაქების: ისტრის, ნოვგოროდის და სხვათა აღდგენის პროექტები. ავტორია 200-მდე სამეცნიერო ნაშრომისა არქიტექტურაში.

ჯილდოები და მედლები რედაქტირება

  • მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემიები (1941, 1946, 1948, 1952).
  • დაჯილდოვეულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ, 2002, გვ. 929

სქოლიო რედაქტირება