მარქსიზმ-ლენინიზმი

მარქსიზმ-ლენინიზმი — კომუნისტური იდეოლოგია და პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც ოფიციალურად ეფუძნება კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის და ვლადიმერ ლენინის თეორიებს, იგი პროპაგანდას უწევს მსოფლიო რევოლუციას, რომლის შედეგად ინტერნაციონალური კომუნისტური საზოგადოება შეიქმნება. [1]

ამ იდეოლოგიური სახესხვაობის ჩამოყალიბებაში, უდიდესი წვლილი შეიტანა ვლადიმერ ლენინმა, იგი საკუთარ ნაშრომებში უფრო მეტად წარმოაჩენს თანამედროვე კაპიტალისტურ წყობას, როგორც მასობრივი ჩაგვრის იარაღს გაბატონებულ კლასთა ხელში. ლენინი თავისი ფილოსოფიურ ნაშრომით „მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი", აკრიტიკებს სხვა ფილოსოფიურ სკოლებს და ამით აფუძნებს სინთეზურ იდეოლოგიურ მიმდინარეობას მარქსიზმ-ლენინიზმის სახით. საბოლოოდ, აღნიშნული იდეოლოგია, ვლადიმერ ლენინის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომუნისტი იდეოლოგის შრომებსა და მოღვაწეობაზეა აღმოცენებული.

ლენინი მიიჩნევდა, რომ უკლასო საზოგადოების შექმნა შეუძლია მხოლოდ ახალ, ავანგარდულ, რადიკალური ინტელიგენციით დაკომპლექტებულ პარტიას, რომელიც რადიკალური რევოლუციის გზით შეცვლის გაბატონებულ კაპიტალისტურ წყობას და შემდეგ მუშათა კლასის მეშვეობით შეძლებს მის განადგურებას.

მარქსიზმ-ლენინიზმი XX საუკუნის განმავლობაში, წარმოადგენდა კომუნიზმის ყველაზე გავლენიან ვარიანტს, განსაკუთრებით იგი გამომჟღავნდა, უშუალოდ ვლადიმერ ლენინის, პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში (1917-1924). ამ იდეოლოგიის სახეცვლილი მოდელით, სხვადასხვა დროს სარგებლობდა: საბჭოთა კავშირი, ვიეტნამი, კუბა და ჩინეთი. იდეოლოგიას ახასიათებს გეგმიური ეკონომიკა და ცენტრალიზებული ხელისუფლება, რომელსაც პარტიული ბიუროკრატია მართავს.

ამ იდეოლოგიამ, მრავალი წინააღმდეგობის შედეგად, გავლენა დაკარგა XX საუკუნის 80-90-იან წლებში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბეგიაშვილი მ., ბოსტოღანაშვილი დ., ლეჟავა დ. და სხვ., დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები, თბ., 2007.
  • Bottomore, T. B. A Dictionary of Marxist thought. Malden, Massaschussetts, USA; Oxford, England, UK; Melbourne, Victoria, Australia; Berlin, Germany: Wiley-Blackwell, 1991 ISBN 0631180826
  • Lee, Stephen J. European dictatorships, 1918–1945. 2nd edition. London, England, UK; New York, New York, USA: Routledge, 2000 ISBN 0415230462
  • Pons, Silvo and Service, Robert (eds.). A Dictionary of 20th Century Communism. Princeton, New Jersey, USA; Oxfordshire, England, UK: Princeton University Press ISBN 0691154295
  • Ulam, Adam Bruno. The Bolsheviks: the intellectual and political history of the triumph of communism in Russia. Harvard University Press, 1965, 1998 ISBN 0674078306

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Michael Albert, Robin Hahnel. Socialism today and tomorrow. Boston, Massachusetts, USA: South End Press, 1981. pp. 24–25.