ალექსანდრე ანპილოგოვი

ქართველი და საბჭოთა ხელბურთელი

ალექსანდრე ანპილოგოვი (დ. 18 იანვარი 1954,[2] თბილისი) — ქართველი და საბჭოთა ხელბურთელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1976).[3] საპატიო ნიშნის ორდენის, ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.[4][5]

ალექსანდრე ანპილოგოვი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ალექსანდრე ანპილოგოვი
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 18 იანვარი, 1954 (1954-01-18) (70 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ საქართველოს დროშა საქართველო
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საპატიო ნიშნის ორდენი და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი[1]
მედლები
კაცთა ხელბურთი
ოლიმპიური თამაშები
ოქრო მონრეალი 1976 კაცები
ვერცხლი მოსკოვი 1980 კაცები

ბიოგრაფია რედაქტირება

თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“ (1970–1985) და გერმანიის „ლანდსჰუტში“ (1987–1992), სადაც ჯერ მოთამაშის, შემდეგ კი მოთამაშე მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა. 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (6 მატჩი, 13 გოლი)[6] და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (6 მატჩი, 29 გოლი).[7] მსოფლიოს ჩემპიონი (1982) და მეორე პრიზიორი (1978), სსრკ ჩემპიონატის სამგზის მესამე პრიზიორი (1977, 1980, 1981) სსრკ ხალხთა მე-6 სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1975). 1974–1984 წლებში სსრკ ნაკრებში ითამაშა 217 მატჩი (572 გოლი). იყო საბერძნეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელი (2000–2001).

2012 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ჩოჩიშვილის წიგნი „ალექსანდრე ანპილოგოვი“.

2017 წელს ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაწესებული უმაღლესი ჯილდო „სპორტის რაინდის წოდება“ მიენიჭა.[8]

ძირითადი შედეგები რედაქტირება

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
ხელბურთი
 
დანია
მსოფლიო ჩემპიონატი 1978  
ხელბურთი
 
გფრ
მსოფლიო ჩემპიონატი 1982  
ხელბურთი
 
მოსკოვი, სსრკ
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980  
ხელბურთი
 
მონრეალი, კანადა
ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები 1976  

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც ალექსანდრე ანპილოგოვი 1976 წლის საქართველოს მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[9]

1982 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა ალექსანდრე ანპილოგოვი საქართველოს მეშვიდე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[10]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.president.gov.ge/eng/pressamsakhuri/siakhleebi/prezidentma-olimpiuri-tamashebis-chempionebi-brcyi.aspx
  2. ქართული ხელბურთის ლეგენდა — ალექსანდრე ანპილოგოვი 60 წლისაა. მსოფლიო სპორტი (18 იანვარი, 2014). ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017.
  3. მაღალი წოდება // „ლელო“, 4 სექტემბერი, 1976, № 175 (5725), გვ. 1.
  4. ალექსანდრე ანპილოგოვი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017.
  5. President Margvelashvili Awards Presidential Order of Excellence to Olympic Champions. President.gov.ge (23 მაისი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-12. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2022
  6. ოლიმპიური მედალოსნები - ალექსანდრე ანპილოგოვი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017.
  7. კარიერა ფრაზებში: ალექსანდრე ანპილოგოვი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (2016 მაისი 31). ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017.
  8. სპორტის მინისტრმა ალექსანდრე ანპილოგოვს "სპორტის რაინდის" წოდება მიანიჭა. ტაბულა (21 აგვისტო, 2017). ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017.
  9. საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1976, № 259 (5809), გვ. 1.
  10. საქართველოს 10 საუკეთესო // „ლელო“, 29 დეკემბერი, 1982, № 249 (7310), გვ. 1.