ათანასე აღმსარებელი

ათანასე აღმსარებელი (გ. 821) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 22 თებერვალი, ახალი სტილით — 6 მარტი.

ათანასე აღმსარებელი
გარდაიცვალა 821
ხსენების დღე ახ. სტილით6 მარტი ძვ. სტ. (22 თებერვალი)

ათანასე დაიბადა კონსტანტინეპოლში. მას ბავშვობიდანვე სურდა თავი უფლისთვის მიეძღვნა. როცა სრულწლოვანი გახდა, ნიკომედიაში მოციქულთა თავთა სახელობის მონასტერში წავიდა. მისი მსახურების ამბავი სამეფო კარზეც შეიტყვეს. ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) მმართველობისას მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველი ათანასე აწამეს, დევნეს და შეავიწროვეს. ათანასე აღმსარებელი გარდაიცვალა 821 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.