აგათია სქოლასტიკოსი

აგათია სქოლასტიკოსი (ლათ. Agathias Scholasticus, ბერძ. Ἀγαθίας Σχολαστικός; დ. 536 — გ. 582) — ბიზანტიელი ისტორიკოსი და პოეტი. პროფესიით იურისტი. იურიდიული ცოდნა მიუღია ალექსანდრიასა და კონსტანტინოპოლში. აგათიას პოეტური მემკვიდრეობიდან საყურადღებოა „დაფნიაკა“ — ჰეგზამეტრით გამართული ეპიკური თხზულება და ეპიგრამების შვიდწიგნეული. საისტორიო თხზულებათაგან უმთავრესი ნაშრომია თხზულება „იუსტინიანეს მეფობისათვის“. ეს ხუთწიგნეული პროკოფი კესარიელის ისტორიის გაგრძელებაა. ხუთივე წიგნში ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა გადმოცემული ბიზანტიის იმპერიის 552–558 წლების ისტორია. ხუთწიგნეული VI საუკუნის დასავლეთ საქართველოსლაზიკის ისტორიის (დიდი ომიანობა ეგრისში) უმნიშვნელოვანესი წყაროა. ამ ნაშრომშია დაცული ეგრისელი მჭერმეტყველების აიეტისა და ფარტაზის სიტყვები გუბაზ მეფის მკვლელობასთან დაკავშირებით.

აგათია სქოლასტიკოსი
ძვ. ბერძნ. Άγαθίας σχολαστικός
დაბ. თარიღი 536
დაბ. ადგილი Myrina[1]
გარდ. თარიღი არაუადრეს 579 და არაუგვიანეს 582 ან 582[2]
გარდ. ადგილი კონსტანტინოპოლი[1]
მოქალაქეობა ბიზანტიის იმპერია[1]
საქმიანობა ისტორიკოსი[3] [1] , ადვოკატი[1] , ეპიგრამატისტი[3] [1] , პოეტი და მწერალი[2]

ლიტერატურა რედაქტირება

  • ყაუხჩიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 51.
  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 1, გვ. 295-296, თბ. 2007 წ.

სქოლიო რედაქტირება