მეფის მთელი მხედრიონი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეფის მთელი მხედრიონი (მრავალმნიშვნელოვანი).

მეფის მთელი მხედრიონირობერტ პენ უორენის რომანი. გამოიცა 1946 წელს.

მეფის მთელი მხედრიონი
ავტორი რობერტ პენ უორენი
მშობლიური ენა ინგლისური
დაწერის ადგილი აშშ
გამოცემულია 1946
ქართულად თარგმნა ვალენტინა ტატიშვილი, 1978

რომანში ასახულია 1930-იან წლებში ამერიკის სამხრეთული შტატის გუბერნატორის, ვილი სტარკისა და მისი ამალის ცხოვრება. ვილი სტარკის პროტოტიპი იყო ჰიუ ლონგი, რომელიც 30-იან წლებში ლუიზიანას გუბერნატორი, შემდეგ აშშ-ის სენატორი, ხოლო შემდეგ პრეზიდენტობისთვის მებრძოლი იყო.

ნაწარმოების მიხედვით ფილმები გადაიღეს 1949 და 2006 წლებში. 1949 წლის ვერსიამ მიიღო ოსკარი საუკეთესო სურათისთვის.

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება