Zooma — ინგლისური მძიმე როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის ყოფილი ბას-გიტარისტ ჯონ პოლ ჯოუნსის ალბომი. ალბომი Zooma ჩაიწერა Discipline Global Mobile-ის სტუდიაში, 1999 წელს. ჯონ პოლ ჯოუნსის ამ ალბომში ძირითადად შესულია პირადად მისი სასიმღერო კომპოზიციები. ალბომში შესულია 9 სიმღერა, მათი საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 47:42 წუთს. ალბომ Zooma-ს შემდეგ ჯონ პოლ ჯოუნსმა 2001 წელს გამოუშვა ახალი სტუდიური დისკი The Thunderthief.
ყველა სიმღერის ავტორი - ჯონ პოლ ჯოუნსი.
|
1. | „Zooma“ | 5:52 |
2. | „Grind“ | 5:20 |
3. | „The Smile of Your Shadow“ | 5:50 |
4. | „Goose“ | 4:58 |
5. | „Bass 'N' Drums“ | 2:32 |
6. | „B. Fingers“ | 5:26 |
7. | „Snake Eyes“ | 7:32 |
8. | „Nosumi Blues“ | 5:48 |
9. | „Tidal“ | 4:20 |
10. | „Fanfare for the Millennium“ (დამატება იაპონურ გამოცემაში) | 1:02 |