Windows Phone Store — კორპორაცია Microsoft-ის მიერ Windows Phone-ისთვის შექმნილი ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აპლიკაციებით უზრუნველყოფს. Windows Phone Store-მა (თავდაპირველად Windows Phone Marketplace[2]) მუშაობა Windows Phone 7-ის გამოსვლასთან ერთად, 2010 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო. ინტერნეტ-მაღაზია ხელმისაწვდომი იყო, როგორც Windows Phone-ით აღჭურვილი ტელეფონებით, ისე ბრაუზერის დახმარებით.[3] 2012 წლის ივნისში კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა 100 000-ზე მეტი აპლიკაცია.[4] 2014 წლის ნოემბრისთვის აპლიკაციათა საერთო რაოდენობა 340 000-მდე გაიზარდა.

Windows Phone Store
ავტორი Microsoft
მწარმოებელი Microsoft
გამოვიდა 21 ოქტომბერი, 2010
ოს Windows Phone
სტატუსი აქტიური (340,000 აპლიკაცია 2014 წლის ნოემბრის მონაცემებით)[1]
ჟანრი ციფრული დისტრიბუცია
საიტი https://www.microsoft.com/en-GE/store/apps/windows-phone?rtc=1

Windows Phone 7 SDK რედაქტირება

Windows Phone 7-ის აპლიკაციები ძირითადად შექმნილია Silverlight-ის, XNA-სა და .NET Compact Framework-ის ბაზაზე.[5][6] ამისათვის გამოყენებულია პროგრამები: Microsoft Visual Studio და Microsoft Blend.[6] პროგრამულად ღია სპეციალური ტელეფონების გარდა, Windows Phone Store-ის აპლიკაციები ეშვება მხოლოდ Windows Phone 7-ის მქონე ტელეფონებზე, რომელთაც სპეციალური პროგრამული დასტური აქვს მიღებული Microsoft-ისგან და ხელმისაწვდომია ოფიციალურ საიტზე.[7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Windows Phone Store hits more than 300,000 apps, 8 August 2014
  2. Marketplace обновили и переименовали в Windows Phone Store. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-25. ციტირების თარიღი: 2012-09-28.
  3. Получение программ из Marketplace. Microsoft. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-08. ციტირების თარიღი: 2012-06-27.
  4. Windows Phone Marketplace догоняет соперников: преодолён рубеж в 100 тыс. приложений. 3DNews. ციტირების თარიღი: 2012-06-27.
  5. Microsoft's new pitch: 'Every .Net developer just became a Windows Phone developer'. ZDNet (2010-02-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-28. ციტირების თარიღი: 2010-03-01.
  6. 6.0 6.1 Windows Phone 7 Series has everything to succeed. MobileTechWorld (2010-02-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-25. ციტირების თარიღი: 2010-02-22.
  7. Windows Phone 7 Apps Must Be Microsoft Approved. InformationWeek (15 March 2010). ციტირების თარიღი: 16 March 2010.[მკვდარი ბმული]