ტერა-ნოვა (ხომალდი)

(გადამისამართდა გვერდიდან Terra Nova (ხომალდი))

„ტერა-ნოვა“ (ლათ. Terra Novaნიუფაუნდლენდი) — ხის სამანძიანი, ორთქლის ძრავიანი ბარკი, რომელიც ააგეს შოტლანდიაში 1884 წელს საზღვაო კვლევებისთვის და რომელსაც იყებენდნენ ბრიტანეთის სამეცნიერო ექსპედიციებისთვის.

ტერა-ნოვა
Terra Nova
ძირითადი ინფორმაცია
ტიპი სამანძიანი ბარკი
სახელმწიფო დროშა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
ნავსადგური Alexander Stephen & Sons Ltd., დანდი, შოტლანდია
წყალში ჩაეშვა 1884 წელი
ფლოტის შემადგენლობიდან მოხსნილი 13 სექტემბერი 1943 წელი
თანამედროვე სტატუსი ჩაიძირა გრენლანდიის ნაპირებთან
პარამეტრები
წყალწვა 744 ტ
სიგრძე 57 მ
სიგანე 9,6 მ
დაძირვა 5,8 მ
ტექნიკური მაჩვენებლები
ძალისმიერი დანადგარი ორთქლის ძრავა
სიმძლავრე 140 ცხენის ძალა
ეკიპაჟი 65
შეიარაღება

ტერა-ნოვას ექსპედიცია რედაქტირება

 
„ტერა-ნოვა“ სკოტის ანტარქტიკულ ექსპედიციაში 1910 წლის დეკემვერში.

1909 წელს ბარკი „ტერა-ნოვა“ 12,5 ათასი ფუნტი სტერლინგის ფასად შეიძინეს 1910-1913 წლების ბრიტანეთის ანტარქტიკული ექსპედიციისთვის, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ტერა-ნოვას ექსპედიცია“.

1910 წლის 15 ივნისს ტერა-ნოვამ კარდიფიდან გაცურა. ხომალდზე გატარდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაო ბიოლოგიის, გეოლოგიის, გლაციოლოგიის და გეოფიზიკის დარგებში ვიქტორიას მიწისა და როსის შელფური მყინვარის სანაპიროებზე.

ევანზის კონცხზე დაზამთრების შემდეგ რობერტ სკოტმა ხუთ კაციანი გუნდის შემადგენლობით მიაღწია სამხრეთ პოლუს. პოლუსზე სკოტმა ნახა, რომ მათ ერთი თვით აჯობა რუალ ამუნდსენის გუნდმა. უკან დაბრუნებისას სკოტი და მისი მეგზურები დაიღუპნენ. სხეულები მხოლოდ შემდეგი ანტარქტიკული ზაფხულის დროს იპოვეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება