პელამიდა (თევზი)

(გადამისამართდა გვერდიდან Sarda sarda)
ეს სტატია თევზს ეხება. ზღვისგველისებრთა ოჯახში შემავალი ქვეწარმავალის შესახებ, იხილეთ პელამიდა.

პელამიდა[1] (ლათ. Sarda sarda) — თევზი სკუმბრიასებრთა ოჯახისა. გვხვდება ევროპის, აფრიკისა და ამერიკის სანაპირო წყლებში. მისი სხეულის სიგრძე 75 სმ, ხოლო წონა 5-6 კგ აღწევს. მტაცებელია. იკვებება თევზებით. ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუა და შავ ზღვებში; მათი რაოდენობა შავ ზღვაში მუდმივი არ არის. ზაფხულობით შემოდის შავ ზღვაში ქვირითის დასაყრელად და გამოსაკვებად. დიდი სარეწაო მნიშვნელობისაა. იჭერენ ესპანეთის, თურქეთის, ტაიტის, ჩილესა და პერუს სანაპიროებთან. მნიშვნელოვანი რაოდენობითაა ქალაქებს ბათუმთან და ტრაბზონთან. იყენებენ შებოლილს, დაკონსერვებულს.

პელამიდა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sarda sarda
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 155096

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება