SOU Festival — აუდიოვიზუალური ხელოვნების ფესტივალი, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ტარდება. მისი სახელწოდების პირველი ნაწილი-აბრევიატურა იშიფრება, როგორც „stream of unconsciousness“ (ქართ. არაცნობიერის ნაკადი). ფესტივალი მიზნად იასახვას, თავი მოუყაროს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს, თანამედროვე მუსიკალურ შემსრულებლებს.[1]

SOU Festival
მდებარეობა თბილისი, საქართველო
გამართვის წლები 2016 — დღემდე
ჟანრი ემბიენტი

2016 წელს ფესტივალის ფარგლებში გამოსულ შემსრულებლებს შორის იყვნენ რაფაელ ანტონ ირისარი; ბლიქსა ბარგელდი (Einstürzende Neubauten) და ტეჰო ტეარდო; Alva Noto, Emptyset და სხვები.

2017 წლის პროგრამაში შედიან Tete Noise და სიმებიანი კვარტეტი, Alva Noto, გრიშა ლიხტენბერგერი, უილიამ ბასინსკი, რეზო ღლონტი, მასაიოში ფუჯიტა და იან იელინეკი, კრისტოფერ ტინიორი, რიო მურაკამი, ნატალია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე, ლორენს ინგლიში, ფრანკ ვიგრუ და ანტუან შმიტი, იაკობ კირკეგაარდი, რობერტ ჰენკე, Raster Noton, გიო სუმბაძე, სტივენ ო'მალი, ბრაიან ინო (აუდიო-ვიზუალური გამოფენა), ჰაცუნე მიკუ და კიიჩირო შიბუია.

ფესტივალის ღონისძიებები ტარდება თბილისის სხვადასხვა კუთხეებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=SOU_Festival&oldid=4426728“-დან