Radisson Hotels — საერთაშორისო სასტუმროების კომპანია, შვილობილი სტუქტურა Carlson Rezidor Hotel Group, ბრენდების Radisson, Radisson Blu, Radisson RED და Park Inn by Radisson ოპერატორი. პირველი სასტუმრო Radisson აშენდა 1909[1] წელს მინეაპოლისის შტატში, აშშ–ში. სახელი Radisson იყო შერქმეული ფრანგი მკვლევარ პიერ-ესფისტ რადისონის პატივსაცემად[2]. 1962 წელს სასტუმრო შეიძინა კურტ კარლსონმა (1914–1999) და იგი დღემდე მისი კომპანიის მფლობელობაშია.

Radisson Hotels
ტიპი კომერციული კომპანია
დარგი სასტუმროების ბიზნესი
დაფუძნდა 1909
სათავო ოფისი მინეაპოლისი, აშშ-ის დროშა აშშ
მშობელი Carlson Rezidor Hotel Group
შვილობილ(ებ)ი Radisson SAS (50 % — Radisson Hotels & Resorts; 50 % — SAS Hotel Investment)
საიტი radisson.com

ამერიკული ჟურნალ „Hotels Magazine“-ის აზრით, 2015 წელს Carlson Rezidor Hotel Group-მა (მინეტონკა, მინესოტა, აშშ) სასტუმროების რაოდენობით მსოფლიოში მე–5 ადგილი დაიკავა (ფლობდა რა სასტუმროებს 87 ქვეყანაში), ისევე, როგორც „HOTELS 325“-ის, რომელშიც იგი მე-13 ადგილზეა მთელ მსოფლიოში ნომრების ფონდის მიხედვით (172 234 ნომერი) და მე-17 ადგილზე სასტუმროების რაოდენობის მიხედვით (1092 სასტუმრო). ბრენდი Radisson Blu გლობალური სასტუმროების ბრენდების ნომრების რიცხოვნებით (68270 ნომერი, 287 სასტუმროში) იმყოფება 31-ე ადგილზე.

ქვეყნები რედაქტირება

ამერიკის შეერთებულ შტატებში რედაქტირება

Radisson–ის სასტუმროების უმეტესობა განლაგებულია აშშ–ში. კომპანიის შტაბი მდებარეობს მინეაპოლისში,მინესოტას შტატში, სადაც აშენდა Radisson–ის პირველი სასტუმრო. ეს შენობა ასევე წარმოადგენს Carlson Companies-ის შტაბ-ბინას. აშშ-ში სულ არის 359 Radisson-ის სასტუმრო.

საქართველოში რედაქტირება

რადისონ ბლუ ივერია — ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქ თბილისში, ყოფილი „ინტურისტის“ სასტუმროს ტერიტორიაზე. თავდაპირველი 18-სართულიანი ნაგებობა 1967 წელს არქიტექტორ ო. კალანდარიშვილის მიერ, ი. ცხომელიძის მონაწილეობით აიგო. გასული საუკუნის უკანასკნელ წლებში მან ფუნქციური მნიშვნელობა და გარეგნული იერსახე დაკარგა. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქ დევნილები იყვნენ ჩასახლებული. XXI საუკუნის დასაწყისში შენობა მთავრობამ კომპანია სილკ როუდ ჯგუფს მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა სასტუმროს რეკონსტრუქცია დაიწყო და მართვის უფლება კომპანია Radisson-ს მიჰყიდა. 2009 წელს გაიხსნა განახლებული სასტუმრო ახალი სახელწოდებით „რადისონ ბლუ ივერია“. 18-სართულიან შენობაში 248 ოთახია, რომელთაგან 12 უმაღლესი კლასის აპარტამენტია.

სხვა ქვეყნებში რედაქტირება

Radisson, როგორც ბრენდი, გამოიყენება სხვა ქვეყნებშიც. Radisson უწევს მომსახურებას 158 სასტუმროს ევროპაში, აფრიკასა და აზიაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Radisson About us. Radisson. ციტირების თარიღი: 2009-02-22.
  2. Radisson About us. Radisson. ციტირების თარიღი: 2009-02-22.