პლატიბელოდონი

(გადამისამართდა გვერდიდან Platybelodon)

პლატიბელოდონი (ლათ. Platybelodon) — ძუძუმწოვრების გადაშენებული გვარი ხორთუმიანების ჯგუფისა. გარეგნულად ბეჰემოთს ჰგავდა. ქვედა ყბის წინა ნაწილი და ეშვებად ქცეული საჭრელი კბილები ნიჩბისებურად ჰქონდა განლაგებული და მომარჯვებული იყო მცენარეული საკვების ამოსაგლეჯად. ცოვრობდნენ მდინარისა და ტბის პირას. მათი ნაშთები ცნობილია ჩრდილოეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიის (ჩინეთი, მონღოლეთი) შუამიოცენური ნალექებიდან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მჭედლიძე გ., ქსე, ტ. 8, გვ. 102, თბ., 1984