PEST-ანალიზი

(გადამისამართდა გვერდიდან PEST ანალიზი)


PEST / PESTEL ანალიზიპოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური ანალიზი. იგი აღწერს მაკრო–გარემოს ფაქტორებს, რომელიც გამოიყენება ომპონენსტრატეგიული მართვის, გარემოს სკანირების კტში. დროთა განმავლობაში ჩამონათვალს დაემატა იურიდიული ფაქტორი, გარემოს ფაქტორი, ეთიკის და დემოგრაფიული ფაქტორები. ამის გამო, PEST ანალიზი ხშირად გვხვდება აბრივიატურით PESTEL, თუმცა ანალიზის იდეა და კომპონენტები იგივეა. აღნიშნული ფაქტორები წარმოადგენენ გარე ანალიზის ნაწილს, როდესაც კომპანია ატარებს სტრატეგიულ ანალიზს ან ბაზრის კვლევას, და იძლევა ინფორმაციას სხვადასხვა მაკრო–გარემოებების ფაქტორებზე, რაც კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს. ეს არის სასარგებლო სტრატეგიული ინსტრუმენტი ბაზრის ზრდის ან კლების ტენდენციების, ბიზნეს პოზიციის, ბიზნეს პოტენციალისა და ოპერაციული მიმართულების გაგება/გაანალიზებისთვის. გარემოს დაცვითი ან ეკოლოგიური ფაქტორების მზარდმა მნიშვნელობამ XXI საუკუნის პირველ ათწლეულში, გამოიწვია მწვანე ბიზნესის წახალისება, რამაც კიდევ უფრო გაავრცელა PEST ანალიზის გამოყენება, მასში არსებული გარემოს კომპონენტის წყალობით.

პოლიტიკური ფაქტორი რედაქტირება

პოლიტიკური ფაქტორი ძირითადად არის ის თუ რა ხარისხით ერევა მთავრობა ეკონომიკაში. კერძოდ, პოლიტიკური ფაქტორები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: საგადასახადო პოლიტიკა, შრომითი სამართალი, ეკოლოგიური სამართლი, სავაჭრო შეზღუდვები, ტარიფები და პოლიტიკური სტაბილურობა. პოლიტიკური ფაქტორები შეიძლება შეიცავდეს საქონელს და/ან მომსახურებას, რომელიც ხელისუფლებას სურს, რომ იყოს წარმოებული; და ის, რაც ხელისუფლებას არ სურს, რომ იყოს წარმოებული. გარდა ამისა, მთავრობას დიდი გავლენა აქვს ჯანდაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებზე.

ეკონომიკური ფაქტორები რედაქტირება

ეკონომიკური ფაქტორები მოიცავს ეკონომიკურ ზრდას, საპროცენტო განაკვეთებს, გაცვლით კურსს და ინფლაციას. ეს ფაქტორები პირდაპირ ზემოქმედებენ იმაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ბიზნესი. მაგალითად, საპროცენტო განაკვეთები მოქმედებს ფირმის კაპიტალ–ღირებულებაზე და შესაბამისად, განაპირობებს თუ რამდენად შეიძლება გაიზარდოს და გაფართოვდეს ბიზნესი; გაცვლითი კურსი მოქმედებს ექსპორტირებული და იმპორტირებული საქონლის ფასზე, რაც აისახება ეკონომიკაზე.

სოციალური ფაქტორები რედაქტირება

სოციალური ფაქტორები გულისხმობს კულტურულს ასპექტებს და მოიცავს ჯანდაცვის ცნობიერების, მოსახლეობის ზრდის ტემპის, ასაკობრივი სტრუქტურის, კარიერის მიმართ დამოკიდებულებისა და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას. სოციალური ტენდენციები განაპირობებს კომპანიის პროდუქციის მიმართ მოთხოვნას და კომპანიის წარმატებას. მაგალითად, მოსახლეობის ხანდაზმული ნაწილი შედარებით უფრო მცირეა და ნაკლებად შრომისუნარიანი, რაც ზრდის შრომის ღირებულებას. შრომის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიებს შეუძლიათ შეიცვალონ სტრატეგია და ადაპტირება მოახდინონ ამ სოციალურ ტენდენციაზე (მაგ: მოიზიდონ ხანდაზმული ადამიანები სამუშაოდ).

ტექნოლოგიური ფაქტორები რედაქტირება

ტექნოლოგიური ფაქტორები გულისხმობს ისეთ ტექნოლოგიურ ასპექტებს, როგორიცაა კვლევა და განვითარება, ავტომატიკა, ტექნოლგიური ინიციატივები და ტექნოლოგიური ცვლილებების დონე. მათ შეუძლიათ განსაზღვრონ შესვლის ბარიერები, მინიმალური ეფექტიანი წარმოების დონე და გავლენა მოახდინოს “აუთსორსინგის” გადაწყვეტილებებზე. უფრო მეტიც, ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ხარჯებზე, ხარისხზე და გამოიწვიოს ინოვაცია.

გარემოს ფაქტორები რედაქტირება

გარემოს ფაქტორები მოიცავს ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით ასპექტებს, როგორიცაა ამინდი, კლიმატი და კლიმატის ცვლილება, რაც განსაკუთრებით მოქმედებს ისეთ ინდუსტრიებზე როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სადაზღვევო საქმე. გარდა ამისა, პოტენციური კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ზრდა, გავლენას ახდენს კომპანიების მუშაობის სტილზე და შემოსათავაზებელი პროდუქტების ნაირსახეობაზე. ეს ტენდენცია განაპირობებს ახალი ბაზრების შექმნასა და ძველის განადგურებას.

იურიდიული ფაქტორები რედაქტირება

იურიდიული ფაქტორები მოიცავს დისკრიმინაციულ კანონებს, სამომხმარებლო კანონს, ანტიმონოპოლიურ კანონს, შრომის სამართალს, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების კანონებს. ეს ფაქტორები გავლენას ახდენს, თუ როგორ მუშაობს კომპანია, მის ხარჯებზე და მისი პროდუქციის მიმართ მოთხოვნაზე.

ფაქტორების გამოყენების ვარიაციები რედაქტირება

ანალიზის ფაქტორების მნიშვლელობა განსხვავდება სხვადასხვა ტიპის კომპანიის შემთხვევაში, სხვადასხვა დროს. მაგალითად, სერვისზე ორიენტირებულ კომპანიებს უფრო სოციალური ფაქტორები აინტერესებთ, ხოლო გლობალურ კონტრაქტორებს პოლიტიკური ფაქტორები. ის ფაქტორები, რომლებიც დროში ცვალებადია კომპანის სასიკეთოდ ან საზარალოდ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს; მაგალითად, კომპანია, რომელმაც დიდი თანხა აქვს სესხის სახით, მუდმივად ადევნებს თვალს ეკონომიკურ ფაქტორებს (განსაკუთრებით საპროცენტო განაკვეთებს).

დიდ კონგლომერატულ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ფართო პროდუქციისა თუ მომსახურების ფართო ასორტიმენტს შეუძლიათ PEST ანალიზი უფრო ეფექტიანად გამოიყენონ თუ ანალიზს ჩაუტარებენ კომპანიის ერთი დეპარტამენტს, რომლისთვისაც ესაჭიროებათ. ასევე, კომპანიას შეუძლია ფაქტორები დაყოს გეოგრაფიულად: ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეებად (ცნობილი როგორც LONGPESTEL).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება