Now and Then (The Beatles-ის სიმღერა)

ჯონ ლენონის სიმღერა (1977-79), დაასრულა The Beatles (2023)
(გადამისამართდა გვერდიდან Now and Then (სიმღერა))

Now and Then“ — ჯონ ლენონის სიმღერა, თავდაპირველად, 1979 წელს, მომზადებული როგორც დემო, მაგრამ წლების განმავლობაში დაუსრულებელი. 2023 წლისთვის სიმღერა დაასრულეს The Beatles-ის წევრებმა, დაამატეს სხვადასხვა მუსიკალური პარტია და მოამზადეს გამოსაცემად. სიმღერა გამოიცა 2023 წლის 2 ნოემბერს როგორც ცალკეული ორმაგი A-მხარის მქონე სინგლი — „Love Me Do“-ს (1962) ახალი მიქსით.[3] ამ სიმღერის გამოშვება ემთხვევა კრებულების 1962–1966 და 1967–1970 ახალი გამოცემების გამოსვლას, რომელთაგან უკანასკნელში შეტანილია „Now and Then“.

„Now and Then“
სინგლიThe Beatles
ალბომიდან 1967–1970 (2023 წლის გამოცემა)[1]
A-მხარე „Love Me Do“ (ორმაგი A-მხარე)
გამოსვლის თარიღი 2 ნოემბერი 2023[2]
ჩაიწერა
  • 1979
  • 20–21 მარტი 1995
  • 2022–23
სტუდია
  • The Dakota
  • ჰოგ-ჰილის წისქვილი, იკლსემი, სამხრეთი სასექსი
  • ფრაიერ-პარკი, ოქსფორდშირი
  • Capitol
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple
ავტორ(ებ)ი ორიგინალური კომპოზიცია — ლენონი, The Beatles-ის ვერსია — ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი და სტარკი
პროდიუსერი პოლ მაკ-კარტნი, ჯაილზ მარტინი
The Beatles — სინგლების ქრონოლოგია
„„Real Love““
(1996)
Now and Then“ / „Love Me Do“
(2023)
მუსიკალური ვიდეო
"Now and Then" YouTube-ზე
მუსიკალური ვიდეო
"Now and Then" YouTube-ზე

შექმნა რედაქტირება

„Now and Then“ დაიწერა ჯონ ლენონის მიერ, 1970-იანი წლების ბოლოს, იგივე პერიოდში, რაც „Free as a Bird“ და „Real Love“, ორი სიმღერა, რომელიც შეიტანეს პროექტის The Beatles Anthology დისკებში. დაუსრულებელი სიმღერა ჩაწერილი

The Beatles-ის ვერსია რედაქტირება

1994 წლის იანვარში პოლ მაკ-კარტნიმ ლენონის ქვრივისგან, იოკო ონოსგან მიიღო ორი დემო ფირი. ამ ფირებზე იყო თითქმის დასრულებული „Free as a Bird“ და „Real Love“, ასევე „Grow Old with Me“ და „Now and Then“. ამ უკანასკნელზე მუშაობა დაიწყო 1995 წლის მარტში. მაგრამ ლენონის ამ დემოს გარდაქმნის მცდელობისას კოლექტივმა შეწყვიტა ჩაწერა.

პოლ მაკ-კარტნის თქმით, ჯორჯ ჰარისონს არ სურდა ამის გაკეთება, ალბათ იმიტომ, რომ ახალი ტექსტები უნდა დაწერილიყო. პროდიუსერ ჯეფ ლინი იხსენებს: "სიმღერას ჰქონდა მისამღერი, მაგრამ კუპლეტები არ ვარგოდა. ჩვენ დავამატეთ უკანა ფონი, მაგრამ არ დავასრულეთ მუშაობა". აგრეთვე როლი ითამაშა ჩანაწერზე არსებულმა ტექნიკურმა დეფექტმა, რომლის მოცილებაც შეუძლებელი იყო.

2005 და 2006 წლებში საუბარი იყო დემოზე მუშაობაზე. როგორც ითქვა, სინგლი უნდა გამოჩენილიყო კოლექტივის მთლიანი კატალოგის ციფრული სახით ინტერნეტში განთავსებისთანავე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Aniftos, Rania. (26 ოქტომბერი 2023) The Beatles' Last Song 'Now & Then': Release Date & Details. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი 2023
  2. Announcement | The Beatles.
  3. The Beatles' 'Last Song,' 'Now and Then,' Is Set for Release, Along With Expanded, Remix-Filled 'Red' and 'Blue' Hits Collections. Variety. 26 ოქტომბერი 2023. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი 2023