ნოსტოკი

ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების გვარი
(გადამისამართდა გვერდიდან Nostoc)

ნოსტოკი (ლათ. Nostoc) — ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების გვარი ჰორმოგონიუმიანების კლასისა. აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან მტკნარ წყალში, ტენიან კლდეებსა და ნიადაგზე. ნოსტოკის ლორწოვანი კოლონია სფეროსებრი ან ძაფისებრია, თავისუფლად ცხოვრობს ან სუბტრატზეა მიმაგრებული; მრავლდება ძაფებია დაწყვეტით ან სპორებით. ზოგიერთი სახეობა ითვისებს ატმოსფეროს აზოტს. აზიის ქვეყნებში ზოგ სახეობას საჭმელად იყენებენ.

ნოსტოკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ჰორმოგონიუმიანები
გვარი:  ნოსტოკი
ლათინური სახელი
Nostoc

ლიტერატურა რედაქტირება