Marooned (ინსტრუმენტალი)

პინკ ფლოიდის სიმღერა
(გადამისამართდა გვერდიდან Marooned (სიმღერა))

Marooned“ — ინსტრუმენტული კომპოზიცია ჯგუფ პინკ ფლოიდის 1994 წლის ალბომიდან The Division Bell.[1][2] მისი შემოკლებული ვერსია შეტანილია პინკ ფლოიდის კომპილაციურ ალბომში Echoes: The Best of Pink Floyd.

„Marooned“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Division Bell
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 30 მარტი, 1994 (ბრიტანეთი)
5 აპრილი, 1994 (აშშ)
ჩაიწერა 1993
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:30
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI (ინგლისი)
Columbia Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი
The Division Bellსიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

კომპოზიციის ავტორები არიან დეივიდ გილმორი და რიჩარდ რაიტი. იგი შეიქმნა სტუდიაში Britannia Row მუსიკალური იმპროვიზაციის დროს (1993). ისევე, როგორც „Is There Anybody Out There?“, ეს კომპოზიციაც იყენებს სირენების მსგავს ეფექტს, რომელიც გამოიყენება კომპოზიციაში „Echoes“.

დეივიდ გილმორი:

ბოლო დროს მაინტერესებს ტექსტებიანი მუსიკა, მიყვარს ტექსტი და სიმღერები. მაგრამ ამასთან, მსიამოვნებს კარგი ინსტრუმენტალის და ინსტრუმენტზე კარგი შესრულების მოსმენა. აკორდების ლამაზი თანმიმდევრობა შეიძლება აღმოჩნდეს გამომწვევი და ემოციური.

კომპოზიცია შესრულდა მხოლოდ სამჯერ - ორჯერ პინკ ფლოიდის 1994 წლის ტურნეში, ერთხელ კი - დეივიდ გილმორის მიერ, Stratocaster-ის გიტარისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტზე. ჯგუფის კონცერტებზე ვიდეოკადრების სახით გამოყენებული იყო დოკუმენტური ვიდეო ვეშაპებზე, რადგან ოსლოში (სადაც კონცერტები გაიმართა) კვლავ გრძელდებოდა ვეშაპების განადგურება. კომპოზიციის ერთ-ერთი საკონცერტო შესრულება (ვეშაპების კადრებით) შეტანილია DVD-ის Pulse დამატებით მასალებში.

1994 წელს კომპოზიციას მიენიჭა გრემის ჯილდო, კატეგორიაში საუკეთესო „როკ-ინსტრუმენტალი“. ეს არის დღეისთვის პინკ ფლოიდის ერთადერთი გრემი.

მუსიკალური ვიდეო რედაქტირება

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გამოვიდა მხოლოდ 2014 წელს, The Division Bell-ის 20 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი ბოქს-სეტის გამოცემასთან დაკავშირებით. ვიდეო თავდაპირველად განთავსდა YouTube-ზე, მოგვიანებით კი შეიტანეს აღნიშნულ გამოცემაში.

ვიდეოში, რომელიც ობრი პაუელმა გადაიღო, თავდაპირველად ნაჩვენებია კოსმოსის კადრები, ხოლო დასარტყმელი საკრავების პარტიასთან ერთად მოქმედება გადადის პრიპიატზე (უკრაინა), რომელმაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფისას იზარალა. ცარიელ შენობაში დარბის უცნობი ადამიანი და ჩნდება გოგონას აჩრდილი.

პერსონალი რედაქტირება

სხვა მუსიკოსები

სქოლიო რედაქტირება

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.