MAC-მისამართი (ინგლ. Media Access Control – სივრცის ხელმისაწვდომობის კონტროლი), იგივე ფიზიკური მისამართი — კომპიუტერულ ქსელში ჩართული მოწყობილობის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.

Ethernet კომპიტერული ქსელის სტანდარტების ფორმულირებისას დაიგეგმა, რომ მასში ჩართულ თითოეულ ქსელურ ინტერფეისს უნდა ჰქონოდა უნიკალური ექვსბაიტიანი ნომერი (MAC-მისამართი), რომელიც მოწყობილობის დამამზადებლის მიერ იქნებოდა მასში ინტეგრირებული. MAC მისამართი გამოიყენება თითოელი მოწყობილობის იდენტიფიცირებისთვის ქსელური პაკეტების მიმოცვლისას კომპიუტერულ ქსელში. ასევე იგი შეიძლება გამოიყენოს ქსელური სისტემის ადმინისტრატორმა გარკვეული MAC მისამართის მოწყობილობებისთვის ქსელზე წვდომის შესაზღუდებლად.

MAC მისამართის სტრუქტურა
MAC მისამართის სტრუქტურა

ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის ინჟინერების ინსტიტუტი სტანდარტულად განსაზღვრავს 48 ბიტიან (6 ოქტეტიან) MAC მისამართებს, რომელიც ოთხ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი სამი ოქტეტი შეიცავს 24 ბიტიან მოწყობილობის დამამზადებელი ორგანიზაციის უნიკალურ იდენტიფიკატორს (OUI). ამავდროულად, პირველ ოქტეტში OUI ნომრისთვის განკუთვნილია 6 უფროსი ბიტი, ხოლო დანარჩენ 2 უმცროს ბიტს სპეციალური დანიშნულება აქვს: ნულოვანი ბიტი, რომელიც მიუთითებს ინდივიდუალური (0) თუ ჯგუფური (1) ადრესატისთვისაა განკუთვნილი მისამართი და პირველი ბიტი, რომელიც მიუთითებს გლობალური (0) თუ ლოკალური (1) ადმინისტრირებისთვისაა განსაზღვრული მისამართი. შემდეგი სამი ოქტეტი შერჩეულია მოწყობილობის დამამზადებლის მიერ თითოეული ეკზემპლარისთვის. გლობალურად ადმინისტრირებადი MAC მისამართი გლობალურად უნიკალურია, ხოლო ლოკალურად ადმინისტრირებადი მისამართის შემთხვევაში დამამზადებლის მიერ „ჩაშენებული“ მისამართი შეიძლება ჩაანაცვლის ქსელის ადმინისტრატორის მიერ მინიჭებულმა მისამართმა და იგი შესაძლოა არ შეიცავდეს OUI ინფორმაციას. ლოკალურად თუ გლობალურადაა ადმინისტრირებადი MAC მისამართი მითითებულია პირველი ოქტეტის პირველ ბიტში.

საკმაოდ გავრცელებულია შეხედულება, რომ MAC მისამართის შეცვლა შესაძლოა მხოლოდ პროგრამატორის მეშვეობით, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ქსელურ დრაივერში მითითებული MAC მისამართი უფრო პრიორიტეტულია ვიდრე „ჩაშენებული“ მისამართი. თუმცა არსებობენ ხელსაწყოები, რომელთა MAC მისამართის შეცვლა მხოლოდ პროგრამატორითაა შესაძლებელი (ძირითადად ასეთი ხელსაწყოებია ტელეკომუნიკაციის მოწყობილობები, IPTV-ის კონსოლი).

კოდი, რომლის ტერმინალში მითითებისას შეიძლება საკუთარი მოწყობილობის MAC მისამართის ნახვა სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებში:

  • Windows — ipconfig /all 
  • Windows — getmaс /v
  • Linux — ifconfig -a | grep HWaddr
  • FreeBSD — ifconfig | grep ether
  • OpenBSD — ifconfig | grep lladdr
  • HP-UX — /usr/sbin/lanscan
  • Mac OS X — ifconfig, ან სისტემის პარამეტრებში.
  • QNX4 — netinfo -l
  • QNX6 — ifconfig или nicinfo

ლიტერატურა რედაქტირება