Let It Be… Naked
Let It Be… Naked — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის ალბომის Let it be განსხვავებული მიქსი, რომელიც გამოვიდა 2003 წელს.
Let It Be… Naked | ||||
---|---|---|---|---|
რემიქსული ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 17 ნოემბერი 2003 | |||
ჩაიწერა |
4 თებერვალი 1968 2 იანვარი–3 იანვარი 1969 3 იანვარი–4 იანვარი 1970 | |||
სტუდია |
ები-როუდის სტუდიები, ტვიკენჰემის კინოსტუდია, სევილ როუ | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 34:49 | |||
ლეიბლი | Apple | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი, The Beatles, პოლ ჰიკსი, გაი მეისი, ალან როუსი | |||
The Beatles — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Blender | |
Pitchfork Media | [2] |
Rolling Stone | [3] |
ისტორია
რედაქტირებაალბომის წარდგენის ფორმის სახით აირჩიეს მიქსი, რომელიც უფრო ახლოს იყო ნამდვილ The Beatles-თან. როკ ენ როლურ ჟღერადობაში დაბრუნებისათვის გამოყენებული იქნა ხმის ერთ-ერთი მიქსი, რომელიც თავდაპირველად უნდა გამოცემულიყო (1970 წელს), მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, გეგმები შეიცვალა. თუმცა, ეს ნაკლებად იყო დამოკიდებული ჯგუფის წევრებზე. პოლ მაკ-კარტნის მაგალითად, არასოდეს მოსწონდა ფილ სპექტორის მიერ სიმღერის The Long and Winding Road შექმნილი მიქსი. თავისთავად, ჯორჯ ჰარისონი გარდაცვალებამდე დათანხმდა ამ დისკის გამოცემაზე.
1969 წლის იანვარში The Beatles დაბრუნდა სტუდიაში და ამზადებდა ახალ პროექტს, რომელსაც ასევე აქტიურად იღებდნენ ფირზე. პროექტის სამუშაო სახელწოდება იყო Get Back და დაგეგმილი იყო ფილმისა და ალბომის ერთად გამოცემა. ჯგუფის წევრების ერთმანეთთან უხეში დამოკიდებულების გამო ჯორჯ მარტინმა დატოვა სესიები. პროექტის დასრულების მომენტისათვის გადაწყვეტილი იქნა, რომ იგი დროებით გადაიდება - და ჩაწერილი იქნა Abbey Road. ახალი ალბომი Let It Be გამოვიდა მხოლოდ მის შემდეგ.
დაახლოებით ერთ წელიწადში კომპანიამ EMI ითხოვა ოთხეულის სტუდიაში დაბრუნება და გამოცემული იქნა სინგლი Get Back/Don't Let Me Down (1969 წლის აპრილი). ჯონ ლენონმა და ჯორჯ ჰარისონმა სტუდიაში მოიყვანეს ფილ სპექტორი, რომელსაც სთხოვეს ალბომის მიქსის დასრულება, ეს კი, შესაბამისად, განსხვავდებოდა წინა მიქსისგან. ამასთან, ფილი არა მხოლოდ აუდიოფირთან, არამედ კინოფირთან მიუშვეს, რადგანაც აუცილებელი იყო ორივე ფილმის ერთდროულად დასრულება. Let It Be გამოვიდა 1970 წლის 8 მაისს, ერთი თვის შემდეგ კი - ამავე სახელწოდების ფილმი. მაგრამ აუდიომასალის თავდაპირველ მიქსს სხვა ბედი ეწია.
პროექტი Naked
რედაქტირებაპროექტის Naked უპირველესი მიზეზი იყო ოდითგანვე ჯგუფის მოყვარულთა და კრიტიკოსთა უკმაყოფილება ორიგინალურ ალბომში ორკესტრისა და გუნდური ვოკალების ზედმეტი რაოდენობით გამოყენებით. The Beatles-ს სინამდვილეში სურდა, რომ ამ ალბომს უფრო მინიმალისტური ჟღერადობა ჰქონოდა, მაგრამ ფილ სპექტორმა საკუთარი განხრით წაიყვანა იგი, რის გამოც ხშირად აკრიტიკებდნენ.
ახალი პროექტის იდეა 2000-იანების დასაწყისში დაიბადა, მაკ-კარტნის და ფილმის Let it be რეჟისორ მაიკლ ლინდსი-ჰოგის საუბრის შემდეგ. ამ საუბრის დროს განიხილებოდა ფილმის შესაძლო გამოცემა DVD ფორმატში. ამასთან, მაკ-კარტნის სურდა ამ ფილმთან ერთად Let it be-ს განსხვავებული მიქსის გამოცემაც, რომელსაც საუნდტრეკის სახე ექნებოდა.
ები-როუდის სტუდიაში სამუშაოდ მაკ-კარტნიმ იქირავა სამი ადგილობრივი ხმის ინჟინერი - პოლ ჰიკსი, გაი მეისი და ალან როუსი. მათ იმუშავეს 30 სხვადასხვა ფირთან. სირთულეს წარმოადგენდა ხმის გაწმენდა, რადგანაც ყველა სიმღერა იყო ცოცხლად ჩაწერილი, სტუდიური დანამატების გარეშე და მათ ბევრი ზედმეტი ხმაურიც ახლდა თან. ზოგიერთი დუბლიდან იქნა ამოღებული სხვადასხვა ნაწყვეტი და შედგენილი იქნა მთლიანი სიმღერები. ზოგ ადგილას შეცვლილი იქნა ტონალობა - მაგალითად, Dig a Pony-ში ჯონ ლენონის შეცდომები ვოკალური შესრულებისას ციფრულად იქნა შესწორებული.
შესამჩნევი ცვლილებები
რედაქტირებაორი სიმღერა, Maggie Mae და Dig It, რომლებიც შეიტანეს ალბომის პირველ გამოცემაში, იქნა ამოღებული. ამჯერად მაკ-კარტნი თვლიდა, რომ Maggie Mae, ხალხური სიმღერა, მეტად სუსტი იყო ახალ რელიზში შესატანად. Don't Let Me Down აღებულია ები-როუდის სახურავზე ჩატარებული კონცერტის ჩანაწერიდან. იმავე ჩანაწერიდან აღებულია I've Got a Feeling. Across the Universe-ს თან ახლავს ჯორჯ ჰარისონის მიერ შესრულებული სოლო სიტარაზე.
განსხვავება შეიმჩნევა სიმღერაში The Long and Winding Road. ცნობილია, რომ ფილ სპექტორის ვერსიაში შეტანილი იქნა სიმღერის უკანასკნელი დუბლი. Let It Be… Naked-ში ჟღერს ფილის ორკესტრირებისგან შესამჩნევად თავისუფალი ვარიანტი. ამასთან, სტრიქონის anyway, you'll never know, the many ways I've tried მაგივრად მაკ-კარტნი მღერის anyway, you've always known, the many ways I've tried.
სტუდიური საუბრები, რომლებიც შეიტანეს ორიგინალურ დისკში, ამოიღეს. ორიგინალური ალბომის ფინალში ასევე ჟღერს საუბარი სახურავის კონცერტიდან, რომელიც ასევე იქნა ამოღებული ახალი ვერსიიდან. აგრეთვე, Let It Be… Naked-ს სიმღერების ორიგინალური თანმიმდევრობა აქვს.
მუსიკალური პრესის რეაქცია ახალ ვერსიაზე არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთს არ მოეწონა დიალოგების ამოღება, რადგანაც სტაჟიანი მსმენელი მიჩვეულია მათ არსებობას დისკზე.
ალბომის გარეკანზე მონოქრომული ეფექტით წარმოდგენილია ორიგინალური გარეკანის ვარიანტი, მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ ჰარისონის ფოტოსურათი უცნობი მიზეზების გამო შეცვლილი იქნა.
ალბომის პირველ ასლებს თან ახლდა დამატებითი 21 წუთიანი დისკი Fly on the Wall, რომელშიც შეტანილი იქნა სხვადასხვა სტუდიური დუბლი და საუბრები.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა აღნიშნულისა.
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „Get Back“ | 2:34 | |
2. | „Dig a Pony“ | 3:38 | |
3. | „For You Blue“ | ჯორჯ ჰარისონი | 2:27 |
4. | „The Long and Winding Road“ | 3:34 | |
5. | „Two of Us“ | 3:21 | |
6. | „I've Got a Feeling“ | 3:30 | |
7. | „One After 909“ | 2:44 | |
8. | „Don't Let Me Down“ | 3:18 | |
9. | „I Me Mine“ | ჰარისონი | 2:21 |
10. | „Across the Universe“ | 3:38 | |
11. | „Let It Be“ | 3:55 | |
საერთო ხანგრძლივობა: | 35:04 |
დამატებითი დისკი: Fly on the Wall
რედაქტირებაკევინ ჰაულეტის მიერ შედგენილი. ყველა სიმღერის ავტორები არიან ლენონი და მაკ-კარტნი, გარდა სიმღერების Child of Nature და John's Piano Piece, რომლის ავტორიც მხოლოდ ლენონია. All Things Must Pass ჰარისონის კომპოზიციაა. Don't Pass Me By და Taking a Trip to Carolina რინგო სტარს ეკუთვნის. Maggie Mae არის ოთხივე წევრის მიერ არანჟირებული ხალხური სიმღერა
- საუბარი
- Sun King – 0:17
- Don't Let Me Down – 0:35
- საუბარი
- One After 909 – 0:09
- საუბარი
- Because I Know You Love Me So – 1:32
- საუბარი
- Don't Pass Me By – 0:03
- Taking a Trip to Carolina – 0:19
- John's Piano Piece – 0:18
- საუბარი
- Child of Nature – 0:24
- Back in the U.S.S.R. – 0:09
- საუბარი
- Every Little Thing – 0:09
- Don't Let Me Down – 1:01
- საუბარი
- All Things Must Pass – 0:21
- საუბარი
- She Came in Through the Bathroom Window – 0:05
- საუბარი
- Paul's Piano Piece – 1:01
- საუბარი
- Get Back – 0:15
- საუბარი
- Two of Us – 0:22
- Maggie Mae – 0:22
- Fancy My Chances with You – 0:27
- საუბარი
- Can You Dig It? – 0:31
- საუბარი
- Get Back – 0:32
- საუბარი
ჩარტები და სერტიფიცირებები
რედაქტირება
ჩარტებირედაქტირება
|
სერტიფიცირებებირედაქტირება
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალბომის ოფიციალური მინი-გვერდი The Beatles-ის საიტზე დაარქივებული 2021-01-08 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Let It Be… Naked AllMusic-ზე
- ↑ Album Reviews: The Beatles: Let It Be... Naked. Pitchfork (19 ნოემბერი 2003). ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2011.
- ↑ Anthony DeCurtis. (20 ნოემბერი 2003) Let It Be... Naked by The Beatles. Rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-31. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2011.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "The Beatles - Let It Be... Naked" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ „The Beatles ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ „Dutchcharts.nl – The Beatles – Let It Be... Naked“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "The Beatles: Let It Be... Naked" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "Offiziellecharts.de – The Beatles – Let It Be... Naked" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 23 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "Beatles | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ „The Beatles ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 17 მაისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივნისი 2016.
- ↑ „Dutchcharts.nl – The Beatles – Let It Be... Naked“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივნისი 2016.
- ↑ "The Beatles – Let It Be... Naked". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივნისი 2016.
- ↑ "Beatles | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 23 ივნისი 2016.
- ↑ „The Beatles ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 23 ივნისი 2016.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2003 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (The Beatles; 'Let It Be... Naked') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ British album certifications – The Beatles – Let It Be... Naked. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Let It Be... Naked ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ Week Ending აპრილი 7, 2013. Yahoo! Music (10 აპრილი 2013). ციტირების თარიღი: 17 მაისი 2016.[მკვდარი ბმული]
- ↑ American album certifications – The Beatles – Let It Be...Naked. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH