კივი!

ანიმაციური ფილმი
(გადამისამართდა გვერდიდან Kiwi!)

კივი! (ინგლ. Kiwi!) — მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც 2006 წელს ნიუ-იორკის ვიზუალური ხელოვნების სკოლის სტუდენტმა დონი პერმედმა შექმნა. ანიმაციის კომპოზიტორია ტიმ კასელი. ანიმაცია მოგვითხრობს ფრინველი კივის შესახებ, რომელიც ფრენას გადაწყვეტს. ანიმაცია ინტერნეტ პორტალ YouTube-ზე განთავსების შემდეგ მთავარ ინტერნეტ მოვლენად იქცა. „კივი!“ ანიმაციური პროგრამა Maya-ს საშუალებით შეიქმნა სტუდია Anzovin-ის მიერ.[1]

„კივი!“
ფილმის ტიპი კომპიუტერული ანიმაცია
რეჟისორი დონი პერმედი
სცენარის ავტორი დონი პერმედი
კომპოზიტორი ტიმ კესელი
ანიმატორი(ები) დონი პერმედი
პრემიერა 5 მაისი, 2006
ხანგრძლივობა 3 წთ.
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი განვითარება იწყება ფრინველი კივით, რომელიც იდუმალებით მოცული მიზნით კლდეზე ჰორიზონტალურად ხეებს ანთავსებს. უკანასკნელი ხის გამაგრების შემდეგ კივი თავზე მფრინავის ქუდს იფარებს და მოულოდნელად კლდიდან ხტება. ის საკუთარ პატარა ფრთებს იქნევს და ცდილობს წარმოიდგინოს, რომ დაფრინავს. ამ დროს მას თვალიდან ცრემლი წამოუვა, რაც მიანიშნებს, რომ მან ოცნება აისრულა და სხვა ფრინველებივით ფრენა. სიუჟეტის დასასრულს კივი ნისლში უჩინარდება.

პოპულარობა რედაქტირება

2011 წელს ანიმაციური ფილმი 29 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა[1], რომელმაც ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მულტიპლიკაციურ ფილმად აქცია.[2] ანიმაციამ საერთაშორისო აღიარება 2007 წლის 27 მარტს მოიპოვა, როდესაც მაყურებლებმა YouTube-ის პირველ ვიდეო დაჯილდოებაზე მას ხმა მისცა. ამის შემდეგ „Kiwi!“ საინფარმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა.[3][4][5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ფილმის ავტორისეული ვერსია YouTube-ზე
  2. YouTube: Film & Animation — Most Viewed (All Time)
  3. Rebecca L. Lee, YouTube Goes Hollywood, ABC News. Проверено 18 июля 2008
  4. 'Ask a Ninja,' OK Go win YouTube Awards დაარქივებული 2007-04-07 საიტზე Wayback Machine. , CNN.
  5. Virginia Heffernan, YouTube awards the top of its heap, International Herald Tribune. Проверено 18 июля 2008
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კივი!&oldid=4591767“-დან