ხანის აკადემია

(გადამისამართდა გვერდიდან Khan Academy)

ხანის აკადემია (ინგლ. Khan Academy) — არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2006 წელს დააარსა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის კურსდამთავრებულმა სალმან ხანმა. აკადემიის მიზანია, „მიაწოდოს მაღალხარისხიანი განათლება ყველას, ყველგან“. აკადემიის საიტზე ხელმისაწვდომია 4200-ზე მეტი უფასო მიკროლექცია მათემატიკაში, ისტორიაში, ჯანდაცვასა და მედიცინაში, ფინანსებში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ასტრონომიაში, ეკონომიკაში, კოსმოლოგიაში, ორგანულ ქიმიაში, ამერიკის მოქალაქეობრიობაში, ხელოვნების ისტორიაში, მაკრო- და მიკროეკონომიკებში, კომპიუტერულ მეცნიერებებში.

სალმან ხანი TED 2011-ის კონფერენციაზე

ლექციები ინგლისურ ენაზეა წარმოდგენილი, თუმცა მიმდინარეობს მათი სხვა ენებზე თარგმნა, რაშიც მოხელისეები იღებენ მონაწილეობას[1]. საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს მხარდაჭერით ხანის აკადემია ქართულ ენაზეც ითარგმნება[2] — 2019 წლისთვის ხელმისაწვდომია მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ქართულენოვანი მასალები[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება