In The Flesh (ტურნე)
In The Flesh — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1977 წლის საკონცერტო ტურნე. კონცერტების ეს სერია ჩატარდა ალბომის Animals მხარდასაჭერად.
In The Flesh | ||||
---|---|---|---|---|
ტურნე, გამართული პინკ ფლოიდის მიერ | ||||
ჩატარების ადგილები | ევროპა, ამერიკა | |||
დაკავშირებული ალბომი | Animals | |||
დაწყების თარიღი | 23 იანვარი 1977 | |||
დასრულების თარიღი | 6 ივლისი 1977 | |||
პინკ ფლოიდის კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
ბევრი მსმენელისათვის იგი ცნობილია 6 ივლისს მონრეალში გამართულ საბოლოო კონცერტზე მომხდარი ინციდენტით. ჯგუფის ლიდერმა, როჯერ უოტერსმა სცენის წინ რიგში მდგომ მსმენელს სახეში შეაფურთხა. მანამდე მთელი ტურნეს მანძილზე იგი ღიზიანდებოდა მსმენელთა ქცევის გამო, ძირითადად იმ მიზეზით, რომ კონცერტების გამართვის ადგილებში მსმენელები ზედმეტად ხმაურობდნენ და მას დაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ[1]. ტურნეს შემდეგ მუსიკოსი გრძნობდა მსმენელისგან გაუცხოებას, რაც აისახა ალბომში The Wall.[2]
პერსონალი რედაქტირება
- როჯერ უოტერსი - ვოკალი, ბას გიტარა
- დეივიდ გილმორი - ვოკალი, გიტარა
- ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები
- რიჩარდ რაიტი – კლავიშები, ვოკალი
- სნოუი უაიტი - გიტარები
- დიკ პერი – საქსოფონი, დამატებითი კლავიშებიანი საკრავები
სიმღერების სია რედაქტირება
განყოფილება 1 - Animals:
განყოფილება 2 - Wish You Were Here:
- Shine On You Crazy Diamond (Parts I–V)
- Welcome to the Machine
- Have a Cigar
- Wish You Were Here
- Shine On You Crazy Diamond (Parts VI–IX)
ბისზე
- Money
- Us and Them
- Careful with That Axe, Eugene - შესრულდა მხოლოდ ერთხელ, ოკლენდში (კალიფორნია)
- Blues - შესრულდა მხოლოდ ერთხელ, მონრეალში (კანადა)