I Can't Give You Anything but Love, Baby — ამერიკული პოპულარული სიმღერა და ჯაზის სტანდარტი, მისი მუსიკის ავტორია ჯიმი მაკჰიუმი და ტექსტის ავტორია დოროთი ფილდსი. იგი პირველად შეასრულა ამერიკელმა ჯაზ მომღერალმა ადელაიდა ჰოლიმ 1928 წლის იანვარში ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში ლიუ ლესლის მიერ დაწერილ თეატრალურ რევიუში შავი შაშვი, რომელიც მოგვიანებით წლის დასასრულს დაიდგა ბროდვეიზე და გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიუზიკლი.
2014 წელს ამერიკელმა ჯაზ მომღერალმა ტონი ბენეტი და ამერიკელმა პოპ მომღერალმა ლედი გაგა ჩაწერეს სიმღერის თავიანთი ვერსია სახელწოდებით I Can't Give You Anything but Love ერთობლივი ჯაზის სტანდარტების ალბომისათვის Cheek to Cheek (2014). სიმღერა გამოიცა 2014 წლის 19 აგვისტოს როგორც ალბომის მეორე სინგლი ლეიბლზე Interscope Records და Columbia Records. სიმღერის ტონის და გაგას ვერსიაში დამატებულია ახალი ტექსტი, ფორტეპიანო, ბასები და დრამი. სიმღერაში მათ ასევე შეცვალეს რამდენიმე მონაკვეთი სადაც ერთმანეთს სახელებით მიმართავენ.[1] სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება, განსაკუთრებით კი აღნიშნეს გაგას ვოკალი. ჩანაწერმა აშშ-ის ბილბორდის ციფრული ჯაზის სიმღერების ჩარტში დაიკავა პირველი პოზიცია.[2]
სიმღერის მხარდასაჭერამ ტონიმ და გაგამ გაგამოუშეს სტუდიური ვიდეო სადაც ასახულია სტუდიაში სიმღერის ჩაწერის ამსახველი კადრები. გარდა ამისა მათ სიმღერა შეასრულეს გაგას მესამე მსოფლიო ტურნეს artRAVE: The ARTPOP Ball 2014 წლის 13 სექტემბერის ისრაელის კონცერტზე და ასევე ერთობლივ მსოფლიო ტურნეზე Cheek to Cheek Tour.
- I Can't Give You Anything but Love – 3:13
- ციფრული ჩამონატვირთი – რემიქსები[4]
- I Can't Give You Anything But Love (Giorgio Moroder Remix) – 3:36
- I Can't Give You Anything But Love (Parov Stelar Mix) – 4:59