Heidelberger Druckmaschinen („ჰაიდელბერგ დრუკმაშინენ აგ“) — გერმანული კომპანია, რომელიც დაარსდა 1850 წელს და უზრუნველყოფს საბეჭდი დანადგარების წარმოებას და უკავია მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 40%. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში. კომპანია სთავაზობს თავის მომსახურებას დაახლოებით 200 000 კლიენტს მსოფლიოს 170 ქვეყანაში 250 კომერციული ოფისის საშუალებით. ესენი არიან სხვადასხვა დონის სტამბები: დაწყებული პატარა ოჯახური ბიზნესიდან და დამთავრებული სახელმწიფო მასშტაბის მედიაჰოლდინგებით.

Heidelberger Druckmaschinen
ტიპი სააქციო საზოგადოება
დაფუძნდა 1850 წელს
სათავო ოფისი ჰაიდელბერგი, გერმანია
პროდუქცია საბეჭდი დაზგა და სხვა
შემოსავალი €2.629 მილიარდი (2010/2011)[1]
მთლიანი შემოსავალი €6.2 მილიონი (2010/2011)[1]
სუფთა მოგება (€128.9 მილიონი) (2010/2011)[1]
თანამშრომელი 15,830 ადამიანი

ხანგრძლივი ტექნოლოგიური პროცესის სრული კონტროლი, უფრო მაღალი ავტომატიზაციის და წარმადობის მანქანების კონცეფცია, დანადგარების მაღალავომატიზირებული თანმიმდევრული წარმოება და აგრეთვე ამ დანადგარების რეალიზაცია რეგიონალური ოფისების საშუალებით. ეს არის ჯაჭვი კომპეტენციებისა, რითიც გამოირჩევა ფირმა „ჰაიდელბერგ დრუკმაშინენ აგ“.

არცერთ სხვა კომპანიას პოლიგრაფიულ მრეწველობაში, არ შეუძლია უზრუნველყოს ოფსეტური ბეჭდვის სტამბები სრული ციკლის დანადგარებით.

დანადგარების პორტფოლიო ბეჭდვის პროცესების დანადგარების გარდა, მოიცავს ბეჭდვამდელი და ბეჭდვის შემდგომი დამუშავების დანადგარებს, ფლექსოგრაფიას და აგრეთვე პროგრამულ უზრუნველყოფის კომპონენტებს, რომლებიც განკუთვნილია ბეჭდვის პროცესების გაერთიანებისთვის.

გარდა ამისა, ფირმა „ჰაიდელბერგ დრუკმაშინენ აგ“ თავის კლიენტებს სთავაზობს სათადარიგო ნაწილების ფართო დიაპაზონს, სახარჯ მასალებს, მეორად აღდგენილ დანადგარებს, სერვისს, და უზრუნველყოფს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს.

2001 წელს, საქართველოში გაიხსნა „ჰაიდელბერგის წარმომადგენლობა“, ხოლო 2009 წელს შპს „ჰაიდელბერგ ჯორჯია“ და დღემდე განხორციელდა არაერთი პროექტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 წლიური ანგარიში 2010/2011. Heidelberger Druckmaschinen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-07. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო 2010.