Gypsy Heart Tour (აგრეთვე ცნობილი როგორც „Corazón Gitano Tour“) იყო ამერიკელ მომღერალ მაილი საირუსის მესამე ტურნე. ამ ტურნეს ფარგლებში იგი ესტუმრა სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიას. ტურნე მოეწყო მომღერლის მესამე ალბომის, „Can't Be Tamed“ მხარდასაჭერად. მისი დასკვნითი კონცერტები ჩატარდა მექსიკაში, პანამაში, კოსტა-რიკასა და ფილიპინებში.

ტურნე დაიწყო 2011 წლის 29 აპრილს, ეკვადორში და დამთავრდა 2 ივლისს. მაილისთვის ეს ტურნე იყო პირველი, რომლითაც ის ესტუმრა აღნიშნულ ქვეყნებს. Pollstar-ის გამოკითხვაში წლის 50 ყველაზე შემოსავლიანი ტურნეს შესახებ, ამ ტურნემ #22 ადგილი დაიკავა, 25 მილიონიანი შემოსავლით.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. Top 50 Worldwide Tours (01/01/2011 - 06/30/2011). Pollstar. Pollstar, Inc. (July 8, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 2, 2011. ციტირების თარიღი: July 15, 2011.