Follas novas
Follas novas (ახალი ფოთლები) — 1880 წელს გამოცემული, გალისიელი მწერლის როსალია დე კასტროს ლექსების კრებული. ის არის გალისიურად გამოცემული მეორე და ბოლო კრებული. ლექსების უმეტესობა დაწერილია 1869-1970 წლებში, კრებულში ასევე შესულია 1870-იანების ლექსები რომლებიც პერიოდულად გაზეთებში იბეჭდებოდა.[1] ეს წიგნი მიიჩნევა გალისიური ლიტერატურის ფუნდამენტურ ნაშრომად, რომელმაც რეხურდიმენტოს (გალისიური ენის გამოცოცხლება XIX საუკუნეში.) დაწყება გამოიწვია.[2]
კრებული შედგება 5 წიგნისგან: Vaguedás, Do íntimo, Varia, Da terra and As viuvas dos vivos e as viuvas dos mortos.[1]
Follas novas კასტროს შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევა. ის ასევე არის გარდამავალი ნაშრომი პირველ გალისიურ კრებულ: Cantares gallegos (1863)-სა და კასტილიურ ესპანურზე დაწერილ ნოველას En las orillas del Sar-შორის. ლექსებში რომანტიზმის გარდა ასევე წამოწეულია ქალის და გალისიელი ემიგრანტების საკითხებიც.[1] კრებულის ბოლო წიგნი As viuvas dos vivos e as viuvas dos mortos (სიცოცხლის და სიკვდილის ქვრივები) დაწერილია ეკონომიკური მიზეზების გამო წასული ემიგრანტის ცოლზე.[3] შესავალში კასტრო წერს, რომ წიგნის გამოცემა და გავრცელება დაფინანსებულია კუბაში მცხოვრები გალისიელების მიერ.[4]