Equinoxe
Equinoxe (ქართ. ბუნიაობა) — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 1978 წლის სტუდიური ალბომი. ალბომი ითვლება ჟარის ერთ-ერთ კომერციულად წარმატებულ დისკად - იგი გაიყიდა 10 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით.
Equinoxe | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი - ჟან-მიშელ ჟარი | ||||
გამოცემის თარიღი | დეკემბერი 1978 | |||
ჩაიწერა | იანვარი 1978 – აგვისტო 1978 | |||
ჟანრი | ელექტრონული მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 39:09 | |||
ლეიბლი | Disques Dreyfus | |||
პროდიუსერი | ჟან-მიშელ ჟარი | |||
ჟან-მიშელ ჟარი – ქრონოლოგია | ||||
|
პროფესიონალური შეფასებები | |
---|---|
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
ისტორიარედაქტირება
ალბომში მუსიკის სახით მოთხრობილია ადამიანის ცხოვრების ერთი დღის შესახებ, დილიდან საღამომდე. 1-4 ნაწილები (ანუ ფირფიტის მხარე A) გადადის ნაწილებში 5-8 (ანუ B-მხარეზე).
ჟარმა შექმნა უფრო დინამიკური და რითმული ელემენტებით შედგენილი დისკი. მასზე გამოკვეთილად ჟღერს სეკვენსერის მეშვეობით შექმნილი ბას-პარტია. სტუდიაში გამოყენებული ტექნიკის ნაწილი შეიქმნა სპეციალურად ჟარისათვის, ტექნიკოს მიშელ გეისის დახმარებით.
ალბომის გამოსვლის შემდეგ პარიზში, 1979 წლის 14 ივლისს გაიმართა კონცერტი, რომელსაც დაესწრო 1 მილიონი მაყურებელი. იმ დროისთვის ეს მოვლენა შეტანილი იქნა გინესის რეკორდების წიგნში.
ალბომიდან გამოიცა ორი სინგლი - თავდაპირველად Equinoxe ნაწილი 5, შემდეგ კი - Equinoxe ნაწილი 4.
სიმღერების სიარედაქტირება
ყველა კომპოზიციის ავტორია ჟან-მიშელ ჟარი.
- Équinoxe Part 1 – 2:23
- Équinoxe Part 2 – 5:01
- Équinoxe Part 3 – 5:11
- Équinoxe Part 4 – 6:53
- Équinoxe Part 5 – 3:47
- Équinoxe Part 6 – 3:23
- Équinoxe Part 7 – 7:25
- Équinoxe Part 8 – 5:02
პერსონალირედაქტირება
- ჟან-მიშელ ჟარი – ARP 2600 სინთეზატორი, EMS Synthi AKS, VCS 3 სინთეზატორი, Yamaha CS-80, Oberheim TVS-1A, RMI ჰარმონიული სინთეზატორი, RMI კლავიშებიანი კომპიუტერი, ELKA 707, სინთეზატორი Korg Polyphonic Ensemble 2000, Eminent 310U, მელოტრონი, ARP სეკვენსერი, Oberheim ციფრული სეკვენსერი, Matrisequencer 250, Rhythmicomputer (Korg MiniPops 7), EMS ვოკოდერი
სქოლიორედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Équinoxe საიტზე Discogs
- Équinoxe[მკვდარი ბმული] საიტზე JarreUK