დემონების მკვეთი ხმალი

(გადამისამართდა გვერდიდან Demon Slayer: Kimetsu no Yaiba)

დემონების მკვეთი ხმალი (იაპონ. 鬼滅の刃, ინგლ. Demon Slayer: Kimetsu no Yaiba) — იაპონური მანგას სერია, რომლის შემქმნელი და ილუსტრატორია კოიოჰარუ გოტოგე. იბეჭდება 2016 წლის 15 თებერვლიდან ჟურნალ „Weekly Shōnen Jump“-ში.[1]

დემონების მკვეთი ხმალი
鬼滅の刃
ჟანრი სათავგადასავლო, ბნელი ფენტეზი
მანგა
კოიოჰარუ გოტოგე
გამომცემელი Shueisha
გამომცემელი ინგლისურად Viz Media
იმპრინტი Jump Comics
ჟურნალი „Weekly Shōnen Jump“
გამოიცა 15 თებერვალი, 2016
ტომები 23

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის, ტანჯირო კამადოს ისტორიას, რომელიც დემონების გამანადგურებელი ხდება, მას შემდეგ, რაც მის ოჯახის წევრებს კლავენ დემონები, ხოლო მისი და, ნეზუკო კამადო დემონად იქცევა. ტანჯირო ეძებს გზას, რომ ნეზუკო ისევ ადამიანად აქციოს.[2]

2017 წელს „დემონების მკვეთი ხმალის“ გამოცემის ლიცენზია ჩრდილოეთ ამერიკაში მოიპოვა კომპანია Viz Media-მ.[3] 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით სერიის გამოცემის საერთო რაოდენობა 3 მილიონ ეგზემპლარს აღემატებოდა.[4] იმავე წლის ივნისში გახდა ცნობილი, რომ კომპანია Ufotable მუშაობდა ამავე სახელწოდების ანიმეს შექმნაზე,[5] რომლის პროდიუსერად დაინიშნა ჰიკარუ კონდო,[2] ხოლო რეჟისორად — ჰარუო სოტოძაკი. თვითონ ნამუშევარი იაპონიის ტელეეკრანებზე 2019 წლის 6 აპრილიდან 28 სექტემბრამდე გადაიცემოდა. ანიმე-სერიალის გამოცემიდან მცირე დროში დაანონდა ფილმი-გაგრძელება სახელწოდებით „Kimetsu no Yaiba Movie: Mugen Ressha-hen“, რომლის პრემიერა დაგეგმილია 2020 წლისთვის.[6]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება