ისლისებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან Cyperaceae)

ისლისებრნი (Cyperaceae) — ერთლებნიანი მცენარეების ოჯახი. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებია.

ისლისებრნი
Carex halleriana
Carex halleriana
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cyperaceae

ცნობილია 90-მდე გვარის 400-მდე სახეობა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი და ცივი ჰავის ზონებში, უმთავრესად ტენიან და ჭაობიან სუბსტრატზე. საქართველოში — 22 გვარის 140 სახეობაა.

ზოგი სახეობისაგან ქსოვენ ჭილობებს, ქუდებსა და ჩანთებს, პაპირუსისაგან ძველთაგანვე ამზადებდნენ ქაღალდს. ბევრი სახეობა ტორფწარმომქმნელია, ზოგი — სამკურნალო და დეკორატიული.

ლიტერატურა რედაქტირება