თაგვფრინველისნაირნი

(გადამისამართდა გვერდიდან Coliiformes)

თაგვფრინველისნაირნი (ლათ. Coliiformes) — ფრინველების რიგი. მათი სხეულის სიგრძე ბოლოიანად 30-38 სმ-ია; წონა 42-56 გ. ბოლოს სიგრძე თითქმის ორჯერ აღემატება სხეულს. ქოჩორი განსაკუთრებით ემჩნევათ გაღიზიანებისას. რუხი ფერისანი არიან, ზურგზე მომწვანო ელფერი გადაკრავთ, კეფაზე ცისფერი ლაქა აჩნიათ. ფეხის ითხივე თითი წინა აქვთ მიმართული, მაგრამ 1-ლი და მე-4 თითი შეუძლიათ უკანაც შემოაბრუნონ. რიგში 1 ოჯახი (თაგვფრინველისებრნი (ლათ. Coliidae)) და 6 თანამედროვე სახეობაა. თაგვფრინველისნაირნი გავრცელებული არიან აფრიკაში - სენეგალიდან და სომალიდან კაპის პროვინციამდე. ბინადრობენ სავანებში, მეჩხერ ტყეებში, აგრეთვე ბაღებში. დებენ 2-3 კვერცხს. კრუხობენ 12-15 დღე. იკვებებიან წვნიანი ნაყოფით, კენკრით, კვირტითა და ნექტარით. ზოგჯერ სხვა ფრინველების ბარტყებსაც ჭამენ. ზოგი თაგვფრინველისნაირნი ზიანს აყენებს ბაღებს. არ გალობენ.

თაგვფრინველისნაირნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Coliiformes (Murie, 1872)

ლიტერატურა

რედაქტირება