Christmas Tree (ლედი გაგას სიმღერა)

Christmas Tree (ქართ. საშობაო ნაძვის ხე) — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა. იგი გამოვიდა 2008 წლის 16 დეკემბერს ციფრული ჩამონატვირთის ფორმატში. სიმღერის ავტორები არიან გაგა და რობ ფუსარი, ხოლო პროდიუსერები - მარტინ კირსცენბაუმი და Space Cowboy. სიმღერა ჩაწერილია დიჯეი და პროდიუსერ Space Cowboy-სთან ერთად. იგი არის საშობაო სიმღერა საცეკვაო პოპის და სინთპოპის სტილში.

„Christmas Tree“
პრომოსინგლილედი გაგა და Space Cowboy
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 16 დეკემბერი, 2008
ჟანრი საშობაო, სინთპოპი
ხანგრძლივობა 2:26
ხმისჩამწერი ლეიბლი Interscope, Streamline, Kon Live
ავტორ(ებ)ი ლედი გაგა, რობ ფუსარი, Space Cowboy[1]
პროდიუსერი მარტინ კირსცენბაუმი, Space Cowboy

სიმღერამ მიიღო არათანმიმდევრული კრიტიკა კრიტიკოსების მხრიდან. მათ გააკრიტიკეს სიმღერის ტექსტი. 2009 წლის იანვარში სიმღერამ დაიკავა 79-ე ადგილი კანადის ცხელ ასეულში, მე-18 ადგილი იაპონიის ციფრული სიმღერები ჩარტში, ხოლო 2010 წლის ბოლოს დაიკავა 23-ე ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბილბორდის საშობაო სიმღერების ჩარტში.

2009 წლის დეკემბერში ინტერნეტ-მაღაზია Amazon.com-ზე ხელმისაწვდომი იყო უფასოდ აქციაში "25 Days of Free". სიმღერა შესულია რამდენიმე საშობაო ალბომში. მათ შორისაა Now That's What I Call Christmas! 4.

სიმღერების სია რედაქტირება

  • ციფრული ჩამოტვირთვა[2]
  1. "Christmas Tree" (Space Cowboy-სთან ერთად) – 2:22

ჩარტი რედაქტირება

ჩარტი (2008–10) პოზიცია
კანადის ცხელი ასეული[3] 79
იაპონიის ციფრული სიმღერების ჩარტი[4] 18
აშშ, ბილბოარდის საშობაო სიმღერების ჩარტი[5] 23

სქოლიო რედაქტირება

  1. Christmas Tree: Lady Gaga. Broadcast Music Incorporated. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-01. ციტირების თარიღი: 2012-01-07.
  2. Christmas Tree (feat. Space Cowboy) - Single Lady GaGa. iTunes Store. Apple Inc.. ციტირების თარიღი: 2009-12-11.
  3. Lady Gaga - Christmas Tree. αcharts. Music Square. ციტირების თარიღი: 2009-11-22.
  4. RIAJ Digital Track Chart: Chart issue November 16, 2010 Japanese. Recording Industry Association of Japan (2010-11-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-14. ციტირების თარიღი: 2010-11-19.
  5. Vick, Megan; Letkemann, Jessica (2010-12-01). „100 Hot Holiday Songs: 40-21“. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: 2010-12-03.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.