Capcom

(გადამისამართდა გვერდიდან Capcom Co., Ltd.)

Capcom Co., Ltd. (იაპონ. 株式会社カプコン კაბუსიკი გაისა კაპუკონი?) უფრო მეტად ცნობილი, როგორც Capcomიაპონური ვიდეო თამაშების დეველოპერი და გამომცემელი კომპანია.[4] შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ოსაკაში, იაპონია. დაარსდა 1979 წელს I.R.M Corporation-ის სახელწოდებით,[5] როგორც მწარმოებელი და დისტრიბუტორი ელექტორნული სათამაშო აპარატებისა. ხოლო 1983 წლის 11 ივნისს კომპანიას ოფიციალურად დაერქვა Capcom Co., Ltd.[5]

Capcom Co., Ltd.
ტიპი საზოგადო
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 30 მაისი, 1979; 45 წლის წინ (1979-05-30)[1] (როგორც I.R.M Corporation)
დამაარსებელი კენძო ცუძიმოტო
სათავო ოფისი ოსაკა, იაპონია
სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ
პროდუქცია თამაშების სრული სია
შემოსავალი ¥ 25.9 მილიარდი/აშშ აშშ$239.6 მილიონი (2014)[2][3]
სუფთა მოგება ¥ 2.9 მილიარდი/ აშშ$26.8 მილიონი (2014)[2][3]
მფლობელი კენძო ცუძიმოტო
ჰარუხირო ცუძიმოტო
თანამშრომელი 2.601 (2014)[4]

Capcom-ს შექმნილი აქვს უამრავი განთქმული ვიდეო თამაშების ფრენჩაიზები, მათ შორის არის: Mega Man, Street Fighter, Devil May Cry, Ace Attorney,Monster Hunter და Resident Evil — ეს უკანსაკნელი ითვლება Capcom-ის მიერ შექმნილ ყველაზე განთქმულ ფრენჩაიზად, რომლის გაყიდვებმაც 2018 წლის მარტის მონაცემით 83 მილიონ ასლს გადააჭარბა.[6]

კომპანია ფლობს საწარმოებს ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში,[7][8] მათ შორის არის Capcom Vancouver კანადაში, Koko Capcom Co., Ltd სამხრეთ კორეაში, Street Fighter Film, LLC და Dellgamadas Co., Ltd. აშშ-ში.[8]

დღესდღეობით კომპანია დაკავებული არის ვიდეო თამაშის, Deep Down-ის შემუშავებით, რომელიც დეველოპერების ინფორმაციით იქნება PlayStation 4-ის ექსკლუზივი[9] და რელიზი შედგება უახლოეს მომავალში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. CAPCOM - Corporate Overview.
  2. 2.0 2.1 Graft, Kris. (7 მაისი, 2010) Capcom Posts 73 Percent Profit Drop Amid Major Delays, Weak Sales. Gamasutra. United Business Media. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010.
  3. 3.0 3.1 Sluggish Financial Results for ended 31 მარტი, 2010. Capcom Co., Ltd (7 მაისი, 2010). ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010.
  4. 4.0 4.1 Corporate Information: Corporate Overview. Capcom Co., Ltd (31 მარტი, 2010). ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010.
  5. 5.0 5.1 Ocampo, Jason. (11 ივნისი, 2008) Capcom Marks 25th Anniversary. IGN.com. IGN Entertainment, Inc. ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2010.
  6. Game Series Sales. CAPCOM (March 31, 2018). ციტირების თარიღი: May 9, 2018.
  7. Corporate Information: Capcom Group. Capcom Co., Ltd (31 აგვისტო, 2009). ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2010.
  8. 8.0 8.1 Annual Report 2009. Capcom Co., Ltd (17 სექტემბერი, 2009). ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2010.
  9. Gera, Emily. (1 აგვისტო, 2013) PCapcom's Deep Down will be playable at TGS for PS4. Polygon. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Capcom&oldid=4505745“-დან