ბლექ სი არენა

(გადამისამართდა გვერდიდან Black Sea Arena)

„ბლექ სი არენა“ (ინგლ. Black Sea Arena) — ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი საქართველოში. გაიხსნა 2016 წლის 31 ივლისს. იტევს 10 000-მდე მაყურებელს. მდებარეობს კურორტ შეკვეთილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, 7 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულია „მუსიკოსთა პარკი“.

Black Sea Arena
ბლექ სი არენა
ბლექ სი არენა (საქართველო)
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი შეკვეთილი
მდებარეობა შეკვეთილი
კოორდინატები 41°56′28″ ჩ. გ. 41°46′20″ ა. გ. / 41.94111° ჩ. გ. 41.77222° ა. გ. / 41.94111; 41.77222
აშენების ღირებულება 115 მლნ. აშშ დოლარი
მფლობელი საქართველოს მთავრობა
დაიწყო 2008
დასრულდა 2016
გაიხსნა 31 ივლისი, 2016
ზომები და ტექნიკური დეტალები
ტევადობა ≈ 10 000 ადამიანი
არქ. ფირმა DREI ARCHITEKTEN
საიტი
https://bsa.ge/ge

დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. „ბლექ სი არენა“ აღჭურვილია სპეციალური აპარატურითა და განათების სისტემებით, რომელიც გრანდიოზული შოუების ჩატარების საშუალებას იძლევა. დარბაზს აქვს მოძრავი სახურავი, რომელიც ამინდზეა მორგებული. საკონცერტო სივრცე სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. Black Sea Arena ოფიციალურად 2016 წლის 31 ივლისს, მომღერალ კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. დარბაზში სხვადასხვა დროს გაიმართა ელტონ ჯონის, ენიო მორიკონეს, Jessie J-ის, ნინო ქათამაძის, ქეთი მელუას და სხვა კონცერტები. 2020 წელს ბლექ სი არენა დაჯილდოვდა გერმანული პრემია German Design Award-ით შესანიშნავი არქიტექტურისთვის.[1]

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. german design award winner 2020. german design award. ციტირების თარიღი: 2021-02-09.