Beabadoobee

(გადამისამართდა გვერდიდან Beabadoobee (მუსიკოსი))

ბეატრის კრისტი ილეჯეი ლაუსი, ცნობილი როგორც Beabadoobee (ინგლ. Gracie Madigan Abrams; დ. 2000 წლის 3 ივნისი, ილოილო, ფილიპინები) — ფილიპინელ-ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი.

Beabadoobee
ინგლ. Gracie Madigan Abrams

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ბეატრის კრისტი ილეჯეი ლაუსი
დაბ. თარიღი 3 ივნისი, 2000 (2000-06-03) (23 წლის)[1][2]
დაბ. ადგილი ილოილო
წარმოშობა ილოილო, ფილიპინები
ჟანრ(ებ)ი
  • Indie rock
  • space rock
  • alternative rock
  • slacker rock
  • indie pop
  • folk-pop
  • bedroom pop
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 2017 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Dirty Hit
საიტი beabadoobee.com
Beabadoobee ვიკისაწყობში

2018-2021 წლებში მან გამოუშვა ხუთი EP: Lice (2018), Patched Up (2018), Loveworm (2019), Space Cadet (2019) და Our Extended Play (2021). მუსიკოსის სადებიუტო სტუდიური ალბომი, „Fake It Flowers“, 2020 წლის ოქტომბერში გამოვიდა და კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა.

მისი მეორე სტუდიური ალბომი, „Beatopia“, გამოვიდა 2022 წლის 15 ივლისს.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ბეატრისი დაიბადა ილოილოში, ფილიპინებში, 2000 წლის 3 ივნისს. ის 3 წლის ასაკში მშობლებთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.

თინეიჯერობისას ის უსმენდა ინდი როკს, მათ შორის შემდეგ მუსიკოსებს: Karen O, Yeah Yeah Yeahs, Florist და Alex G.

კარიერა რედაქტირება

პირველი სიმღერა, რომელიც Beabadoobee-მ დაწერა თავის გიტარაზე იყო „Coffee". კომპოზიციამ დააგროვა 300 000-ზე მეტი ნახვა YouTube-ზე. ლეიბლი Dirty Hit Records მალევე დაინტერესდა მუსიკოსით.[3] მან ლეიბლთან ხელშეკრულება 2018 წლის აპრილში დადო.[4][5]

მუსიკოსმა თავისი სადებიუტო EP „Lice“ გამოუშვა 2018 წლის მარტში. ამას მოჰყვა მისი მეორე EP „Patched Up“ 2018 წლის დეკემბერში.[6]

2019 წლის იანვარში მუსიკოსი ბილი აილიშთან ერთად მოხვდა ბრიტანული ტაბლოიდის - NME-ის „საუკეთესო ახალი შემსრულებლების" ყოველწლიურ სიაში („NME 100").[7] ამის შემდეგ, მუსიკოსმა გამოუშვა თავისი მესამე EP სახელწოდებით „Loveworm“.[8][9] Beabadoobee-მ გამოუშვა ამ EP-ის აკუსტიკური ვერსია სახელწოდებით „Loveworm (Bedroom Sessions)“ 2019 წლის ივლისში.[10]

2019 წლის სექტემბერში Beabadoobee-მ შეასრულა თავისი სიმღერები Clairo-ს ტურნეზე Immunity Tour.[11][12] მუსიკოსმა თავისი მეოთხე EP, „Space Cadet“, 2019 წლის ოქტომბერში. 2020 წლის თებერვალში მუსიკოსმა შეასრულა თავისი კომპოზიციები 2020 წლის NME Awards-ის დაჯილდოებაზე.[13]

Beabadoobee-ის 2017 წლის სადებიუტო სინგლი „Coffee“ კანადელმა რეპერმა Powfu-მა გამოიყენა თავის 2019 წლის სინგლში, „Death Bed (Coffee for Your Head)“. სიმღერა მალევე გახდა პოპულარული და მოხვდა მრავალი ქვეყნის ჩარტში, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია. მან მოიპოვა ოქროს სერტიფიკატი გაყიდვებისთვის ბელგიაში, კანადაში, საფრანგეთში, მექსიკასა და ახალ ზელანდიაში. ასევე კომპოზიციამ მიიღო პლატინის სერტიფიკატი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

2020 წელს მუსიკოსმა განაცხადა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომის, „Fake It Flowers“, გამოშვების შესახებ. მან ალბომის წამყვანი სინგლი, „Care", 2020 წლის 14 ივლისს გამოუშვა.[14][15] 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში მან გამოუშვა ალბომის მეორე სინგლი, „Sorry". ასევე მუსიკოსმა გამოაქვეყნა ალბომში შემავალი სიმღერების სია, გარეკანი და ოფიციალური გამოშვების თარიღი.[16]

Beabadoobee-მ მალევე გამოუშვა „Worth It", როგორც მესამე სინგლი, „How Was Your Day?", როგორც მეოთხე სინგლი, და „Together", მეხუთე სინგლი ალბომიდან.[17] ალბომი გამოვიდა 2020 წლის 16 ოქტომბერს და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ალბომმა ერთი კვირა გაატარა გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში და გავიდა მე-8 ადგილზე. შეერთებულ შტატებში გაყიდვების მიხედვით Billboard-მა Beabadoobee დაასახელა 2020 წლის საუკეთესო ახალ როკ შემსრულებლად.[18]

2021 წელს, Beabadoobee-მ დაიწყო ტური გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში. [19][20] Beabadoobee-მ გამოუშვა სინგლი „Last Day On Earth" 24 მარტს.[21] მუსიკოსმა თავისი მეორე სტუდიური ალბომის შესახებ, Beatopia, 2022 წლის 23 მარტს ამცნო საზოგადოებას. იგი გამოვიდა 2022 წლის 15 ივლისს ლეიბლ Dirty Hit-ის ლიცენზიის ქვეშ.[22]

Beabadoobee შეასრულებს თავის სიმღერებს ტეილორ სვიფტის მომავალ ტურზე, The Eras Tour, აშშ-ის რამდენიმე შოუზე.[23]

2023 წლის იანვარში, Beabadoobee-მ გამოაქვეყნა მისი მომავალი სიმღერის ფრაგმენტი Tik tok-ზე, რომელიც მალევე გავრცელდა სოციალურ მედიაში. კომპოზიცია „Glue Song" გამოვიდა ვალენტინობის დღეს, 2023 წლის 14 თებერვალს. 2023 წლის მარტში Beabadoobee დაიწყებს ტურნეს გერმანიაში, იტალიაში, ლუქსემბურგში, ბელგიაში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, შვედეთსა და დანიაში.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

15 წლის ასაკში მუსიკოსმა დაიწყო ურთიერთობა ბრიტანელ კინორეჟისორ სორენ ჰარისონთან. მათი ურთიერთობა დაახლოებით შვიდი წელი გაგრძელდა. 2023 წლიდან მუსიკოსი ხვდება ჯეიკობ ერლანდს.

როლინგ სტოუნთან ინტერვიუში მუსიკოსმა თქვა, რომ ის საკუთარ თავს ბისექსუალად თვლის.[24]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. beabadoobee (@radvxz). (3 June 2019) "Hey! It’s my birthday! And I made a playlist of some of my favorite songs for you guys on my Spotify! It means so much that you guys…" en. ციტირების თარიღი: 19 November 2019
  2. Collar, Matt. Beabadoobee | Biography & History en-us. ციტირების თარიღი: 19 November 2019
  3. Russell, Erica. (22 October 2019) 19-Year-Old Beabadoobee on Her Pop-Punk Phase, Touring With Clairo, and Writing Songs for Her BFF. ციტირების თარიღი: 19 November 2019
  4. Christie, Erin. (31 January 2019) An Interview with Dirty Hit’s Newest Member: Beabadoobee en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 თებერვალი 2023. ციტირების თარიღი: 13 July 2020
  5. Trendell, Andrew. (7 October 2019) No Rome, Beabadoobee and Oscar Lang for Dirty Hit 2019 UK tour en-US. ციტირების თარიღი: 19 November 2019
  6. Finn, Rachel. Beabadoobee - Patched Up | EP Review. DIY (August 2019). ციტირების თარიღი: 29 August 2019
  7. Smith, Thomas. (8 January 2019) The NME 100: Essential new artists for 2019 en-GB. ციტირების თარიღი: 2 December 2019
  8. Rowley, Glenn. U.K. Teen Beabadoobee Breaks Down Her 'Loveworm' EP: Exclusive. Billboard (26 April 2019). ციტირების თარიღი: 29 August 2019
  9. Murray, Robin. Beabadoobee Shares Gamechanger New 'Loveworm' EP. Clash (26 April 2019). ციტირების თარიღი: 29 August 2019
  10. Myers, Jess. (9 July 2019) Beabadoobee Imbues ‘Loveworm (Bedroom Sessions)’ With a Comfortable Warmth. ციტირების თარიღი: 20 September 2019
  11. Kim, Michelle. (5 August 2019) Clairo Announces North American Tour en. ციტირების თარიღი: 19 November 2019
  12. DeMarco, Nicole. (18 October 2019) How Beabadoobee went from bedroom artist to indie rock wunderkind en. ციტირების თარიღი: 19 November 2019
  13. Morgan Britton, Luke. (12 February 2020) Beabadoobee wins NME Radar Award at NME Awards 2020. ციტირების თარიღი: 10 September 2020
  14. Yoo, Noah. (14 July 2020) beabadoobee Announces Debut Album Fake It Flowers, Shares New Song "Care" en-us. ციტირების თარიღი: 14 July 2020
  15. Rossingnol, Derrick. (14 July 2020) Beabadoobee Is Over Fake Sympathy On Her Rocking New Single ’Care’ en-US. ციტირების თარიღი: 14 July 2020
  16. Bloom, Madison. (5 August 2020) beabadoobee Details New Album, Shares Video for New Song "Sorry" en-us. ციტირების თარიღი: 6 August 2020
  17. Clarke, Patrick. (13 October 2020) Beabadoobee shares new single 'Together' ahead of Friday's debut album release. ციტირების თარიღი: 14 October 2020
  18. Top New Rock Artists - Year-End (2020). ციტირების თარიღი: December 7, 2020
  19. Moore, Sam. (7 September 2020) Beabadoobee announces 2021 UK and Ireland tour. ციტირების თარიღი: 8 September 2020
  20. Yeung, Vivian. (7 September 2020) Beabadoobee announces UK and Ireland tour for 2021. ციტირების თარიღი: 8 September 2020
  21. Beabadoobee shares new track 'Last Day On Earth' and announces 'Our Extended Play' EP.
  22. Jones, Abby. (23 March 2022) beabadoobee Announces New Album Beatopia, Shares "Talk": Stream. ციტირების თარიღი: 24 March 2022
  23. Willman, Chris. (November 1, 2022) Taylor Swift Announces 2023 ‘Eras Tour’ of U.S. Stadiums. ციტირების თარიღი: November 1, 2022
  24. Kim, Michelle Hyun. (2022-06-15) Beabadoobee on Fairies, Shrooms, and Standing Up for Her Vision en-US. ციტირების თარიღი: 2023-02-23
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Beabadoobee&oldid=4621887“-დან