ანჰინგისებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან Anhingidae)

ანჰინგისებრნი (ლათ. Anhingidae) — ფრინველების ოჯახი რეგვენასნაირთა რიგისა.[1] შეიცავს ერთ გვარს (ანჰინგა, ლათ. Anhinga), რომელიც 4 სახეობას აერთიანებს. გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებში. ანჰინგისებრნი ბინადრობენ მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ბუდობენ ხეებსა და ბუჩქებზე. დებენ 3-6 მოცისფრო ან მომწვანო კვერცხს. იკვებებიან თევზით და წყლის სხვა ცხოველებით.

ანჰინგისებრნი

ავსტრალიური ანჰინგა (Anhinga novaehollandiae)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Anhingidae (Reichenbach, 1849)

ლიტერატურა

რედაქტირება