ამერი (მომღერალი)

(გადამისამართდა გვერდიდან Amerie (მუსიკოსი))

ამერი მი მარი ნიკოლსონი (ინგლ. Amerie Mi Marie Nicholson; დ. 12 იანვარი, 1980 წელი, ფიჩბურგი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. ამერის გამოშვებული აქვს ოთხი სტუდიური ალბომი: All I Have (2002), Touch (2005), Because I Love It (2007), In Love & War (2009).

ამერი
ინგლ. Amerie Mi Marie Nicholson

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ამერი მი მარი ნიკოლსონი
დაბ. თარიღი 12 იანვარი, 1980 (1980-01-12) (44 წლის)
დაბ. ადგილი Fitchburg
წარმოშობა ფიჩბურგი, მასაჩუსეტსი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2001 - დღემდე
საიტი amerie.co
ამერი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

როჯერსი დაიბადა ფიჩბურგში, მასაჩუსეტსი. მისი დედა, მი სუკი, კორეელია, ხოლო მამა, ჩარლზ როჯერსი, აფრო-ამერიკელი. მისი დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როჯერსის ოჯახი საცხოვრებლად სამხრეთ კორეაში გადავიდა, სადაც მუსიკოსი სამი წელი ცხოვრობდა. მისი მამა იყო აშშ-ის არმიის ოფიცერი.[1] მუსიკოსის ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. როჯერსს ჰყავს უმცროსი და, ანჯელა როჯერსი, რომელიც ახლა მისი ადვოკატია.[2]

კარიერა რედაქტირება

ამერიმ 2001 წელს დაწერა მისამღერი Nas-ის სინგლისთვის „Rule".[3] სინგლი ამერიკის შეერთებულ შტატებში Hot R&B/Hip-Hop Singles & Tracks ჩარტში 67-ე ადგილზე გავიდა. მან ჩაწერა სიმღერა დეტროიტელ რეპერთან, Royce da 5'9, ერთად სახელწოდებით „Life“. 2002 წელს მისი სადებიუტო სინგლი, „Why Don't We Fall in Love“, გამოვიდა და გავიდა 23-ე ადგილზე ბილბორდის ცხელ ასეულში, ასევე კომპოზიცია მოხვდა ტოპ ათეულში Hot R&B/Hip-Hop Songs-ისა და Hot Dance Club Play-ის ჩარტებში.[4][5]

ამერის სადებიუტო ალბომი, All I Have გამოვიდა 2002 წელს და მოიპოვა კრიტიკოსების მოწონება. ის აშშ-ის ბილბორდ 200-ში მეცხრე ადგილზე გავიდა 89 000 გაყიდული ეგზემპლარით.[6] ალბომის მეორე და ბოლო სინგლი „Talkin' to Me" მოხვდა Hot R&B/Hip-Hop-ის ჩარტში.

2003 წელს ამერიმ მოიგო Soul Train Music Award საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში და ასევე იყო ნომინირებული საუკეთესო R&B/Soul ალბომისა (All I Have) და საუკეთესო R&B სოულ სინგლის ("Why Don't We Fall In Love") კატეგორიებში. მან მიიღო BET Award-ის ნომინაცია საუკეთესო R&B შემსრულებელი კატეგორიაში. მუსიკოსმა იმღერა LL Cool J-ის კომპოზიციაში „Paradise“, რომელმაც მიაღწია მე-14 ადგილს Hot R&B/Hip-Hop-ის ჩარტში და გახდა მომღერლის მეორე ტოპ 40 ჰიტი ცხელ ასეულში. 2004 წელს მან დაიწყო მუშაობა თავის მეორე ალბომზე, Touch. 2005 წელს ამერიმ გამოუშვა ალბომის მთავარი სინგლი „1 Thing". შეერთებულ შტატებში კომპოზიცია გავიდა მერვე ადგილზე ბილბორდის ცხელი ასეულში, ხოლო Hot R&B/Hip-Hop-ის სიმღერების ჩარტში პირველ ადგილზე.[7][8] სიმღერა გავიგე ტოპ ხუთეულში ბრიტანეთში, სადაც იგი გახდა წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლი. ალბომი Touch გამოვიდა 2005 წელს და გავიდა მეხუთე ადგილზე ბილბორდ 200-ში. ალბომის გამოსვლიდან პირველ კვირაში გაიყიდა მისი 124000 ეგზემპლარი.[9] ალბომის  მესამე სინგლი, „Touch", გავიდა 95-ე ადგილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში Hot R&B/Hip-Hop-ის სიმღერების ჩარტში. 2006 წელს ამერმა დაიწყო მუშაობა თავის მესამე ალბომზე, Because I Love It. ალბომმა ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში მიაღწია ტოპ 20-ეულს. ალბომმა მიიღო ვერცხლის სერტიფიკატი BPI-ს მიერ.

2008 წელს ამერიმ გამოაცხადა, რომ ხელი მოაწერა სპეციალურ ხელშეკრულებას ლეიბლ Island Def Jam Music Group-თან, რამაც მას საშუალება მისცა გამოეშვა თავისი მუსიკა საკუთარი ლეიბლის ქვეშ, Feenix Rising.[10][11][12][13][14] იმავე წელს, Columbia Records-მა გამოუშვა მუსიკოსის კომპილაციური ალბომი Playlist: The Very Best of Amerie. 2009 წელს ლეიბლმა გამოუშვა მუსიკოსის მეორე ალბომი, Best 15 Things.

ამერის მეოთხე და საბოლოო სტუდიური ალბომი, In Love & War, გამოვიდა 2009 წლის 3 ნოემბერს. ალბომის წამყვანი სინგლი, "Why R U", გავიდა 55-ე ადგილზე ბილბორდის R&B/Hip-Hop სიმღერების ჩარტში აშშ-ში. ალბომის მეორე სინგლი „Heard 'Em All", გავიდა 81-ე ადგილზე იმავე ჩარტში. მცირე რადიოს მხარდაჭერით - მესამე სინგლი, „Pretty Brown" გამოვიდა ალბომამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე. In Love & War გავიდა 46-ე ადგილზე ბილბორდ 200-ში, ხოლო მესამე ადგილზე საუკეთესო R&B/Hip-Hop ალბომების ჩარტში.[15]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Blender – All Things Blender, All In One Place. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 22, 2009.
  2. Amerie/Angela Rogers At Sprite Street Couture Showcase 1 დაარქივებული September 24, 2015, საიტზე Wayback Machine. , 2 დაარქივებული May 17, 2014, საიტზე Wayback Machine.
  3. Amerie Interview with MVRemix Urban | US and Canadian Underground Hip Hop and Soul – exclusive interviews, reviews, articles. Mvremix.com. ციტირების თარიღი: March 3, 2012
  4. The ARIA Report: Issue 661. webarchive.nla.gov.au (August 23, 2006). ციტირების თარიღი: March 3, 2012
  5. Amerie – Why Don't We Fall In Love ft Ludacris. Official Charts Company (November 16, 2002). ციტირების თარიღი: March 3, 2012
  6. 'The Boss' Bows 'Devils' At No. 1“. Billboard. ციტირების თარიღი: March 3, 2012.
  7. Amerie – 1 Thing – Music Charts. acharts.us. ციტირების თარიღი: January 11, 2008
  8. "Hot R&B/Hip-Hop Songs", Billboard Magazine; retrieved August 29, 2008.დაარქივებული December 23, 2013, საიტზე Wayback Machine.
  9. 'The Boss' Bows 'Devils' At No. 1“. Billboard. ციტირების თარიღი: March 3, 2012.
  10. Amerie Signs With Def Jam Records. Contactmusic (June 12, 2008). ციტირების თარიღი: March 3, 2012
  11. » Amerie Signs with Def Jam | Highbrid Nation | Because Knowledge is Power. ციტირების თარიღი: February 11, 2012
  12. Amerie Signs To Def Jam, Will Maybe Get To Release An Album. Idolator.com. ციტირების თარიღი: March 3, 2012
  13. Amerie. Mahalo.com (January 12, 1978). ციტირების თარიღი: March 3, 2012
  14. Whatever happened to ? Haven't heard any music from her in a while, she's not the greatest of singers but she had some great songs!. Mahalo.com. ციტირების თარიღი: March 3, 2012
  15. Amerie Doesn't Sweat Album Sales. Rap-Up.com. ციტირების თარიღი: July 25, 2011