A Rush of Blood to the Head

(გადამისამართდა გვერდიდან A Rush of Blood to the Head (ალბომი))

A Rush of Blood to the Head — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს მეორე ალბომი. გამოიცა 2002 26 აგვისტოს (გაერთიანებული სამეფო) და 27 აგვისტოს აშშ-ში. ჩაიწერა პროდიუსერ კენ ნელსონის თანაშემწეობით. ჩაწერა დაიწყო მას შემდეგ, რაც კოლექტივმა მსოფლიო წარმატება მოიპოვა სადებიუტო დისკით Parachutes და სინგლით „Yellow“.[1] ამ ალბომში უფრო მეტად გამოიყენება ელექტროგიტარები და პიანინო.

A Rush of Blood to the Head
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 26 აგვისტო, 2002
ჩაიწერა სექტემბერი 2001–მაისი 2002
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 54:08
ლეიბლი Capitol, Parlophone
პროდიუსერი Coldplay
კენ ნელსონი
Coldplay — ქრონოლოგია
Parachutes
(2000)
A Rush of Blood to the Head
(2002)
Coldplay Live 2003
(2003)
სინგლები ალბომიდან A Rush of Blood to the Head
  1. „In My Place“
    გამოცემის თარიღი: 5 აგვისტო 2002
  2. „The Scientist“
    გამოცემის თარიღი: 4 ნოემბერი 2002
  3. „Clocks“
    გამოცემის თარიღი: 24 მარტი 2003
  4. „God Put a Smile upon Your Face“
    გამოცემის თარიღი: 14 ივლისი 2003

დისკი სინამდვილეში გამოვიდა დაგეგმილთან შედარებით ორი თვის დაგვიანებით.[2] იგი გამოსვლისთანავე ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში მოხვდა და ამ ქვეყანაში XXI საუკუნის ყველაზე გაყიდვად ალბომებს შორის მერვე ადგილი დაიკავა.[3] BPI-სგან მას გადაეცა 9 გზის პლატინის სტატუსი ქვეყანაში გაყიდული 2.9 მილიონი დისკისთვის. მსოფლიო მასშტაბით იგი დღემდე 22 მილიონი ასლის სახით არის გაყიდული. ალბომიდან გამოვიდა სინგლები „In My Place“, „The Scientist“ და „Clocks“. „God Put a Smile upon Your Face“ ასევე გამოიცა და იყო საკმაოდ, მაგრამ წინა სინგლებთან შედარებით ნაკლებად პოპულარული.

A Rush of Blood to the Head კრიტიკოსების მიერ აღიარებული იქნა. ჯგუფმა მისთვის 2003 წელს მიიღო წლის ალტერნატიული ალბომის გრემი, ხოლო 2004 წელს - წლის ჩანაწერისთვის („Clocks“). 2012 წელს, Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში A Rush of Blood to the Head იკავებდა 466-ე ადგილს. 2013 წელს BBC Radio 2-ის მსმენელების გამოკითხვის საფუძველზე მას ყველა დროის საუკეთესო ალბომის სტატუსი მიენიჭა.[4]

2008 წელს Capitol-მა 180 გრამიან ფორმატში ალბომი გამოსცა გრამფირფიტაზე.

წარმოშობა და ჩაწერა რედაქტირება

ალბომის ჩაწერა ჯგუფმა ლონდონში, 11 სექტემბრის ტერაქტიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყო.[1][5] Coldplay მანამდე ამ ქალაქში ხანგრძლივი დროით არ გაჩერებულა და, წარმატების გამო, მას მუდმივად აწუხებდნენ თაყვანისმცემლები. ამის გათვალისწინებით, კოლექტივი ლივერპულში გადავიდა, სადაც მანამდე Parachutes-ის რამდენიმე სიმღერაზე უმუშავია. ჯგუფის ლიდერი კრის მარტინი ამბობდა, რომ უკვე ლივერპულში, ჩაწერით დაინტერესებულებს[5], დაებადათ „In My Place“-ის იდეა. პირველი სიმღერა, რომელიც ალბომისთვის დაიწერა, სწორედ იგი იყო და სწორედ ის გამოსცეს პირველი სინგლის სახით: „ვინაიდან ამ სიმღერამ ჩაგვაწერინა მეორე ალბომი. კვლავ არსებობის საშუალება მოგვცა და დაგვარწმუნა, რომ სიმღერების წერა კვლავ შეგვეძლო.“ Coldplay ამასთან იხსენებდა, რომ Parachutes-ის ჩაწერიდან სამი თვის განმავლობაში არ იცოდნენ, თუ რა მიმართულებას გაჰყვებოდნენ.[5]

ალბომისთვის დაიწერა ოცზე მეტი სიმღერა, მათ შორის - „In My Place“ და „Animals“, რომელიც კონცერტებზე იყო წარდგენილი.[1][6] ალბომის სახელწოდება ცნობილი გახდა ჯგუფის ოფიციალური საიტის მეშვეობით.[7]

ლივერპულში სესიების დროს კრის მარტინი და გიტარისტი ჯონი ბაკლენდი სხვა წევრებისგან ცალკე მუშაობდნენ და მხოლოდ შაბათ-კვირას, ხოლო იდეებს გარი ბერიმენს და უილ ჩემპიონს წარუდგენდნენ ორშაბათობით.[5] A Rush of Blood to the Head თითქმის დასრულებული იყო, როდესაც მარტინმა სტუდიაში პიანინოზე შემთხვევით აკრიფა მელოდია, რომელიც შემდგომში იქცა „Clocks“-ის ძირითად თემად. ვინაიდან სიმღერის ალბომის შეტანა უკვე გვიანი იყო, მათ დემო-ვერსია ჩაწერეს და „Clocks“ ცალკე დისკზე შეიტანეს, რომელსაც დააწერეს „Songs for #3“. ეს ნიშნავდა, რომ „Clocks“ განკუთვნილი იყო მესამე ალბომში შესატანად.[2][8]

2002 წლის ივნისისთვის მუშაობა ალბომზე დასრულებული იყო, მაგრამ შედეგით კოლექტივი უკმაყოფილო ჩანდა და შეუთანხმდა ლეიბლს, რომ ალბომს მხოლოდ მაშინ გადასცემდა, როდესაც მოიწონებდა საბოლოო ვერსიას.[2][8] რამდენიმე სიმღერა ამოიღეს, ვინაიდან ყველა ჟღერდა ისე, თითქოს აღებული იყო Parachutes-იდან. მარტინი ამბობდა, რომ ასე არ იქნებოდა საინტერესო: „ყოველივეს წარმოაჩენდა ისე, თითქოს მოგვწონს მიღწეული და სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვითარება და საკუთარი თავის, როგორც მუსიკოსების, დახვეწა“. ასეთი ამბიციებით Coldplay უფრო იძაბებოდა: „ხოლმე სესიები ჩერდებოდა, ვინაიდან რომელიმე წევრი აცხადებდა, რომ ჯგუფიდან წავიდოდა.“[9]

2002 წელს ისინი გლასტონბერის ფესტივალზე წამყვანი შემსრულებლის სახით გამოვიდნენ, შემდეგ კი დაუბრუნდნენ „Songs for #3“-ის მასალას. მენეჯერმა ფილ ჰარვიმ მოისმინა „Clocks“ და ოთხეულს შესთავაზა მასზე მუშაობის გაგრძელება: „არა, ეს სიმღერა უნდა ჩაწეროთ, ვინაიდან ტექსტში საუბრობთ გადაუდებლობაზე და ამავე დროს მეუბნებით, რომ სიმღერა უნდა გადავდოთ, რაც წარმოუდგენელია.“[2][8]

კომპოზიცია რედაქტირება

მუსიკალური ნაწყვეტები:

ალბომის ერთ-ერთი სიმღერაა „Politik“, რომელიც იმ პერიოდის მსოფლიოს ანარეკლია და ასახავს ჯგუფის პოზიციიდან სიცოცხლის და საზოგადოების ხედვას. ალბომის მრავალი სიმღერა გადაუდებლობას ეხება. მარტინი ამბობდა, რომ წინა ალბომის სიმღერა უფრო მშვიდი იყო, ვინაიდან მშვიდი განწყობით იწერებოდა. „შესაძლოა, ახალ სიმღერებში უფრო მეტია გადაუდებლობის თემა. ყოველივე წარმოიშვა იმ ადგილებიდან გამომდინარე, რომლებიც ვნახეთ და იქიდან, თუ რა გადაგხვდა თავს“. გადაუდებლობის თემაზე საუბრისას მარტინი ასევე განმარტავდა ალბომის სახელწოდებას და ამბობდა, რომ იგი „რამის იმპულსურად კეთებას ნიშნავს“.[9]

რამდენიმე სიმღერა ამ ალბომზე ეხება სიყვარულს და ურთიერთობას. ისინი ნამდვილ ფაქტებს ეფუძნებიან, მაგრამ, მარტინის თქმით, ისინი დაწერა გამოგონილი თემების თანდართვით: „სიმღერები ზღაპრების მსგავსია. მათ აქვთ დასაწყისი და დასასრული და შეგიძლია ერთმანეთს დაუკავშირო. ნამდვილ ცხოვრებაში ასე არ ხდება“.[5]

ალბომში შეტანილ ბალადებსა და აკუსტიკურ სიმღერებში არის დიდი რაოდენობით გიტარა თუ პიანინო. U2-ს მსგავსი „ეპიკური როკი“ ჟღერს „Politik“-ში, „Clocks“ პიანინოზეა აგებული, „A Whisper“-ში ისმის ხმაურიანი გიტარები, ხოლო „Warning Sign“ Crowded House-ის სიმღერების მსგავსია და ყოველივე ეს ჯგუფის მუსიკალურ დიაპაზონს აფართოებს.[10] მარტინის თქმით, ალბომის სასათაურო კომპოზიცია არის მიძღვნა ჯონი კეშისადმი, რომელსაც უწოდებდა „უდიდეს გიტარებიან მამაკაცებს შორის“ ერთ-ერთს.[11] ეს სიმღერა აგრეთვე ცხოვრებაში ამა თუ იმ დაეჭვებას ეხება.[12]

კრისი აგრეთვე ამბობდა, რომ „Green Eyes“ ეძღვნება ორ ადამიანს - „ამერიკელ მეგობარს“ და ჯონი ბაკლენდს.[13]

გარეკანი რედაქტირება

ალბომის გარეკანის ავტორია ფოტოგრაფი სოლვე სუნდსბო. 1990-იანებში მან, ჟურნალ „Dazed & Confused“-ის დაკვეთით შექმნა სურათი, რომელსაც ექნებოდა „ტექნოლოგიური სახე და იქნებოდა მთლიანად თეთრი“. მან სცადა ორიგინალური სურათის შექმნა და ამისთვის სამგანზომილებიანი სკანერი გამოიყენა.[14]

პირველ მოდელს, რომელიც გამოსახულია გარეკანზე, თეთრი გრიმი დაამატეს, ხოლო მეორეს ჩააცვეს ტვილის სამოსი. კომპიუტერმა ფერები სწორად ვერ დაამუშავა, ამიტომ გრაფიკა ჩაანაცვლა წვეტებით, ხოლო თავი გამოვიდა გახლეჩილი, ვინაიდან აპარატმა აღიქვა გამოსახულების მხოლოდ 30 პროცენტი. ჟურნალის რედაქტორს ასეთი შედეგი მოეწონა და იგი ერთ-ერთ ნომერში გამოაქვეყნა. მარტინს ნანახი ჰქონდა ნამუშევარი და იგი სუნდსბოს თავად დაუკავშირდა და სთხოვა გამოსახულების გამოყენების ნებართვა. სინგლებისთვის ფოტოგრაფმა დაასკანერა ჯგუფის წევრების თავებიც და შემდგომში Coldplay Live 2003-ის გარეკანზეც იმუშავა).[14]

ალბომის ბუკლეტში შეტანილია მხოლოდ ორი ფოტოსურათი. ერთ-ერთი გადაღებულია ადგილზე, რომელიც, როგორც ვარაუდობდნენ, იყო ტყე, ხოლო მეორეზე ჯგუფი ხმისჩამწერ სტუდიაში ზის. სამეფო ფოსტამ წლების შემდეგ გარეკანი გამოიყენა საფოსტო მარკების სერიაში, რომელიც ეძღვნებოდა ალბომების კლასიკურ ყდებს.[15]

კრიტიკოსების შეფასებები რედაქტირება

პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic80/100[16]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic     [17]
Blender     [18]
Entertainment WeeklyA[19]
The Guardian     [20]
NME9/10[21]
Pitchfork5.1/10[22]
Q     [23]
Rolling Stone     [24]
Spin7/10[25]
Uncut     [26]

გამოსვლისთანავე A Rush of Blood to the Head-მა მიიღო კრიტიკოსების ძირითადად დადებითი შეფასებები. მიმოხილვების აგრეგატორ Metacritic-ზე ამჟამად საშუალო ქულები შეადგენს 80-ს, დაფუძნებული 25 მიმოხილვაზე.[27] ბევრის აზრით, ალბომი Parachutes-ზე უფრო მაღლა დგას.[16] ალექსის პეტრიდისი (The Guardian) წერდა, რომ ჯგუფის ახალი „თვითდაჯერებულობა ყველგან იგრძნობა...Parachutes-ის მორცხვობა აღარსად არის“. მისივე აზრით, იგი „ჟღერს, როგორც ალბომი, რომელიც მზად არის, მსოფლიო დაიპყროს.“[20]

კელეფა სანე (The New York Times) დისკს დადებით შეფასებას აძლევდა, წერდა რა, რომ იგი წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი იყო და აღწერდა მას, როგორც „წინასთან შედარებით უფრო ღრმას, უცნაურს და მიმზიდველს“.[28] Rolling Stone-ის რობ შეფილდი წერდა: „A Rush of Blood to the Head არის უფრო საჭირბოროტო, ბასრი, მთლიანად გასაოცარი ალბომი“, დაამატა რა, რომ „თუკი Parachutes მგრძნობიარე ბიჭუნას მოუქნელი დღიური იყო, A Rush of Blood ჟღერს, როგორც ჯგუფი, რომელიც ბედავს საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვას.“[24] ტედ კესლერი (NME) ალბომს აქებდა, უწოდებდა რა „გამორჩეული ბუნებრივი მშვენიერების, ორგანულ, ერთიან ნამუშევარს“. მაკ-კენზი უილსონი (AllMusic) ეხმაურება ამ კომენტარს და წერს, რომ იგი „ძლიერი ალბომია“. უილსონი, რომელიც აღფრთოვანებულია მარტინის დახვეწილი ფალცეტოთი, კოხტა „აბეზარი მიწოდებით“ და ბაკლენდის „ეშხიანი გიტარით“, აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები ჯერ ახალგაზრდები არიან, მათ შესანიშნავი ალბომი შექმნეს.[17] ემა პირსი (The Village Voice) იგივე განწყობით წერს, ამბობს რა, რომ Parachutes-თან შედარებით ალბომი „უფრო ბასრი, ტრანსული და მოსაუბრე“ არის.[29] რობერტ კრისტგოუმ დისკი აღნიშნა საპატიო ერთი ვარსკვლავით და წერდა: „აბა, მწვანე თვალებმა მოისროლონ და მერე ვნახავთ, სიცარიელეში რამდენი ხანი იმღერებს“ (მინიშნება სიმღერაზე „Green Eyes“)[30].

სიმღერების სია რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — გაი ბერიმენი/კრის მარტინი/ჯონი ბაკლენდი/უილ ჩემპიონი.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Politik“5:18
2.„In My Place“3:48
3.„God Put a Smile upon Your Face“4:57
4.„The Scientist“5:09
5.„Clocks“5:07
6.„Daylight“5:27
7.„Green Eyes“3:43
8.„Warning Sign“5:31
9.„A Whisper“3:58
10.„A Rush of Blood to the Head“5:51
11.„Amsterdam“5:19

ჯილდოები რედაქტირება

წელი ცერემონიალი ჯილდო კატეგორიაში
2002 Q Awards საუკეთესო ალბომი
2003 BRIT Awards საუკეთესო ბრიტანული ალბომი
2003 Grammy Awards საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომი

ჩარტები რედაქტირება

ყოველკვირეული ჩარტები რედაქტირება

ჩარტი (2002) უმაღლესი
პოზიცია
არგენტინის ალბომების ჩარტი 1
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[31] 1
ავსტრიის ალბომების ჩარტი[31] 10
ბელგიის ალბომების ჩარტი[31] 2
ბრაზილიის ალბომების ჩარტი[32] 1
კანადის ალბომების ჩარტი[33] 1
დანიის ალბომების ჩარტი[31] 1
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[34] 3
ევროპის ალბომების ჩარტი[35] 1
ფინეთის ალბომების ჩარტი[31] 4
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[31] 4
გერმანიის ალბომების ჩარტი[36] 1
საბერძნეთის ალბომების ჩარტი[37] 2
ირლანდიის ალბომების ჩარტი[38] 1
იტალიის ალბომების ჩარტი[31] 1
მექსიკის ალბომების ჩარტი[39] 38
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[40] 2
ნორვეგიის ალბომების ჩარტი[41] 1
პოლონეთის ალბომების ჩარტი[42] 25
პორტუგალიის ალბომების ჩარტი[43] 3
ესპანეთის ალბომების ჩარტი[44] 9
შვედეთის ალბომების ჩარტი[45] 5
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[46] 1
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[47] 1
აშშ Billboard 200[48] 5

ყველა დროის ჩარტები რედაქტირება

ჩარტი (ყველა დროის) პოზიცია
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[49] 31

სერტიფიცირებები რედაქტირება

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[50] 3× პლატინა 120 000x
ავსტრალია (ARIA)[51] 7× პლატინა 490 000^
ავსტრია (IFPI Austria)[52] პლატინა 30 000x
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[53] ოქრო 50 000*
კანადა (Music Canada)[54] 4× პლატინა 400 000^
დანია (IFPI Denmark)[55] ოქრო 25 000^
ფინეთი (Musiikkituottajat)[56] ოქრო 16,708[56]
საფრანგეთი (SNEP)[57] 2× ოქრო 200 000*
გერმანია (BVMI)[58] 3× ოქრო 450 000^
საბერძნეთი (IFPI Greece)[59] ოქრო 15 000^
იტალია (FIMI)[60] პლატინა 120,000[60]
მექსიკა (AMPROFON)[61] თარგი:Certification Table Entry/MexicanAward 150 000^
ნიდერლანდები (NVPI)[62] პლატინა 80 000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[63] 4× პლატინა 60 000^
ესპანეთი (PROMUSICAE)[64] ოქრო 50 000^
შვედეთი (GLF)[65] ოქრო 30 000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[66] ოქრო 20 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[68] 9× პლატინა 2,909,750[67]
აშშ (RIAA)[70] 4× პლატინა 4,925,000[69]
ჯამში
ევროპა (IFPI)[71] 5× პლატინა 5 000 000*

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

გამოცემის დეტალები რედაქტირება

ქვეყანა თარიღი ლებლი ფორმატი კატალოგი
იაპონია 12 აგვისტო 2002 Toshiba-EMI კომპაქტ დისკი TOCP 66020
გაერთიანებული სამეფო 26 აგვისტო 2002 Parlophone ვინილი (LP) 5405041
კომპაქტ დისკი 5405042
აშშ 27 აგვისტო 2002 Capitol კომპაქტ დისკი კომპაქტ დისკი 7243 5 40504 2 8

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Moss, Corey; Cornell, Jeff (18 December 2001). „Coldplay Ready Second Album As 'Trouble' Heats Up“. MTV. ციტირების თარიღი: 3 September 2008.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Webb, Robert (25 July 2008). „Story of the Song: 'Clocks', Coldplay (2002)“. The Independent. London. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  3. Alan Jones. (2011)Adele still on top but UK album sales fall to 13-year low. Music Week. ციტირების თარიღი: 25 August 2011.
  4. „Coldplay tops BBC favourite albums poll“. 3 News NZ. 2 April 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2017.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Cumberbatch, Franklin. (13 August 2002) Coldplay: Going Out of My Head. VH1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 September 2008. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  6. Nelson, Chris (12 February 2001). „Coldplay Warm Up on U.S. Tour Opener“. MTV. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  7. Luerssen, John D. (25 April 2002). „Coldplay Sets Album Title, June Gigs“. Billboard. ციტირების თარიღი: 14 September 2008.
  8. 8.0 8.1 8.2 Wiederhorn, Jon (2 February 2004). „Road to the Grammys: The Making Of Coldplay's 'Clocks'. MTV. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  9. 9.0 9.1 Wiederhorn, Jon (27 August 2002). „Coldplay Bleed For Beauty on a Rush of Blood to the Head“. MTV. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  10. „Coldplay – A Rush of Blood to the Head“. BBC Music. 26 August 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-01-03. ციტირების თარიღი: 2 October 2008.
  11. Orshoski, Wes (16 August 2002). „Cash 'Comes Around' On New 'American' Album“. Billboard. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  12. A Rush of Blood to the Head meaning. ციტირების თარიღი: 4 July 2017
  13. The Oracle. (18 December 2008) The Oracle: "December 18, 2008. Coldplay.com: The Oracle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 February 2012. ციტირების თარიღი: 20 February 2012.
  14. 14.0 14.1 Benedictus, Leo. (14 February 2008) Sølve Sundsbø's best shot. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 October 2008. ციტირების თარიღი: 10 September 2008.
  15. Michaels, Sean (8 January 2010). „Coldplay album gets stamp of approval from Royal Mail“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2010. ციტირების თარიღი: 8 January 2010.
  16. 16.0 16.1 Reviews for A Rush of Blood to the Head by Coldplay. Metacritic. ციტირების თარიღი: 1 December 2011.
  17. 17.0 17.1 Wilson, MacKenzie. A Rush of Blood to the Head – Coldplay. AllMusic. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  18. Maconie, Stuart (September 2002). „Coldplay: A Rush of Blood to the Head“. Blender (9): 145. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 May 2004. ციტირების თარიღი: 6 July 2016.
  19. Browne, David. (2 September 2002) A Rush of Blood to the Head. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 8 September 2009.
  20. 20.0 20.1 Petridis, Alexis. (16 August 2002) Coldplay: A Rush of Blood to the Head. The Guardian. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  21. Kessler, Ted. (22 August 2002) Coldplay: A Rush of Blood to the Head. NME. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 September 2012. ციტირების თარიღი: 1 December 2011.
  22. Tangari, Joe. (8 September 2002) Coldplay: A Rush of Blood to the Head. Pitchfork. ციტირების თარიღი: 22 October 2011.
  23. Lynskey, Dorian (September 2002). „Coldplay: A Rush of Blood to the Head“. Q (194): 198–99.
  24. 24.0 24.1 Sheffield, Rob. (26 August 2002) A Rush Of Blood To The Head. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 8 September 2009.
  25. Walters, Barry (September 2002). „The Chilling Effect“. Spin. 18 (9): 125–26. ციტირების თარიღი: 8 September 2009.
  26. „Coldplay: A Rush of Blood to the Head“. Uncut (64): 116. September 2002.
  27. Coldplay: A Rush of Blood to the Head (2002): Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 10 April 2012.
  28. Sanneh, Kelefa. (14 August 2002) POP REVIEW; Vertigo From the Falsetto and 'Parachutes'. The New York Times. ციტირების თარიღი: 15 September 2008.
  29. Pearse, Emma. (17 September 2002) New Shapes and Colors. The Village Voice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 December 2004. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
  30. კრისტგოუ, რობერტ. CG: Coldplay. RobertChristgau.com. ციტირების თარიღი: 21 May 2012.
  31. 31.0 31.1 31.2 31.3 31.4 31.5 31.6 "Coldplay – A Rush of Blood to the Head". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 ნოემბერი 2010.
  32. Balanço Semestral das Vendas Mundiais Portuguese. Associação Brasileira dos Produtores de Discos (დეკემბერი 2005). ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2009.
  33. Billboard positions
  34. სტივენ ჰანგი. (6 მარტი 2009) ჰოლანდიის ალბომების ჩარტი. Dutchcharts.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი 2010. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი 2009.
  35. Hits of the World – Eurochart. Billboard. Nielsen Business Media, Inc. (14 სექტემბერი 2002). ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  36. musicline.de / PhonoNet GmbH. გერმანიის ალბომები Chart. Musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2010.
  37. Ελληνικό Chart. Web.archive.org (3 მარტი 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2005. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2010.
  38. Irish Music Charts Archive – Top 75 Artist Albums, Week Ending 5 სექტემბერი 2002. Chart-track.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  39. Mexican Charts – Coldplay – A Rush of Blood to the Head (album). Mexicancharts.com. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  40. NZ Top 40 Albums Chart. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი 2016.
  41. norwegiancharts.com - COLDPLAY - A RUSH OF BLOOD TO THE HEAD (ALBUM) English. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო 2016.
  42. 23 września 2002 – Sprzedaż w okresie 09.09.2002 – 15.09.2002 Polish. OLiS. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  43. Hits of the World – Portugal. Billboard (5 ოქტომბერი 2002). ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  44. Hits of the World – Spain. Billboard (14 სექტემბერი 2002). ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
  45. სტივენ ჰანგი. (25 დეკემბერი 2009) შვედეთის ალბომების ჩარტი. Swedishcharts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი 2009.
  46. სტივენ ჰანგი. შვეიცარიის ალბომების ჩარტი. Hitparade.ch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი 2009.
  47. UK Albums Chart. Theofficialcharts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2008. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2010.
  48. Billboard 200. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი 2009.
  49. Copsey, Rob. (4 ივლისი 2016) The UK's 60 official biggest selling albums of all time revealed. Official Charts Company. ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი 2016.
  50. Discos de Oro y Platino – Coldplay Spanish. Cámara Argentina de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2009.
  51. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2012 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  52. Austrian album certifications – Coldplay – A Rush of Blood გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Coldplay ველში Interpret. შეიყვანეთ A Rush of Blood ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  53. Brazilian album certifications – Coldplay – A Rush of Blood პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
  54. Canadian album certifications – Coldplay – A Rush of Blood. Music Canada.
  55. Danish album certifications – Coldplay – A Rush of Blood. IFPI დანია.
  56. 56.0 56.1 Finnish album certifications – Coldplay – A Rush of Blood ფინურად. Musiikkituottajat – IFPI Finland.
  57. French album certifications – Coldplay – A Rush of Blood ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  58. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Coldplay; 'A Rush of Blood') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  59. Greek album certifications – Coldplay – A Rush of Blood ბერძნულად. IFPI საბერძნეთი.
  60. 60.0 60.1 Coldplay in tour, come un tornado Italian. Il Piccolo (23 აპრილი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-28. ციტირების თარიღი: 28 ივნისი 2012.
  61. Certificaciones – Coldplay Spanish. Asociación Mexicana de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 28 ივნისი 2012.
  62. Buzz-top-3: Chirac, Donner en Coldplay ჰოლანდიურად. HP/De Tijd (16 დეკემბერი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2012.
  63. The Official New Zealand Charts – Chart #1383 – Sunday 9 ნოემბერი 2003 – Top 50 Albums Chart. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-28. ციტირების თარიღი: 28 ივნისი 2012.
  64. Spanish album certifications – Coldplay – A Rush of Blood ესპანურად (PDF). ესპანეთის მუსიკალური პროდიუსერები.
  65. ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 2003 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი.
  66. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Coldplay; 'A Rush of Blood'). Hung Medien.
  67. Hanley, James (20 ივნისი 2016). „Glastonbury 2016: Coldplay set to make history“. Music Week. Intent Media. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი 2016.
  68. British album certifications – Coldplay – A Rush of Blood. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ A Rush of Blood ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  69. გრინი, პოლ. (8 ივლისი 2014) USA: Top 20 New Acts Since 2000. Yahoo! Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-08. ციტირების თარიღი: 2017-06-19.
  70. American album certifications – Coldplay – A Rush of Blood. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
  71. IFPI - ევროპის პლატინის ჯილდოები – 2011. ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია.