750-იანები
ათწლეული
750-იანი (შვიდას ორმოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 750-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 750 წლის 1 იანვარს და დასრულდა 759 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | I |
საუკუნე: | VII – VIII – IX |
ათწლეული: | 720-იანები 730-იანები 740-იანები
– 750-იანები – |
წლები: | 750 · 751 · 752 · 753 · 754 755 · 756 · 757 · 758 · 759 |
მოვლენები
სარჩევი: 750 751 752 753 754 755 756 757 758 759
- ლანგობარდებმა აიღეს ქალაქი რავენა, რითაც დასრულდა ბიზანტიის რავენის საეგზარქოსოს არსებობა.
- ფრანკთა მეფემ პიპინ მოკლემ ქ. ჩიტა-დი-კასტელო ვატიკანს გადასცა.
- რომის პაპის ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ ახალ პაპად არჩეულ იქნა სტეფანე, მაგრამ იგი არჩევიდან ორ დღეში გარდაიცვალა ისე, რომ მისი კორონიზაცია არ მომხდარა.
- არაბებმა ქ. სამარყანდი აიღეს.
- რომის პაპმა სტეფანე II-ემ გვირგვინი უკურთხა ფრანკთა მეფე პიპინ მოკლეს .
- ან ლუშანმა ტანის დინასტიის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო.
- პიპინ მოკლემ ლაშქარი გააგზავნა იტალიაში პაპის დასახმარებლად ლანგობარდებთან ბრძოლაში.
- არაბები პირენეს ნახევარკუნძულზე აარსებენ კორდოვის საამიროს.
- 9 მარტი : პალესტინასა და სირიაში დიდი მიწისძვრა მოხდა.
- ლანგობარდთა მეფე დეზიდერიუსი ქალაქებს, სპოლეტოსა და ბენევენტოს იპყრობს.
- ან შის აჯანყების დროს, არაბები და სპარსელები ნავსადგურ გუანჯოუს ანადგურებენ.
- ფრანკებმა ნარბონი აიღეს. სარაცინები გაძევებული იქნენ საფრანგეთის ტერიტორიიდან.