300 არაგველი (თბილისის მეტრო)

(გადამისამართდა გვერდიდან 300 არაგველი (მეტროსადგური))

300 არაგველითბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც ავლაბრისა და ისანის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1967 წლის მარტში გაიხსნა. არქიტექტორები — თ. თევზაძე (ვესტიბიული) და გ. ბათიაშვილი (ქვედა სადგური).[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]

„300 არაგველი“

პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი

სადგურის ბაქანი
ამოსასვლელი 41°41′16″N 44°49′38″E / 41.687798442127374° ჩ. გ. 44.82715256039879° ა. გ. / 41.687798442127374; 44.82715256039879
რაიონი ისნის რაიონი
გახსნის თარიღი მარტი1967; 57 წლის წინ (1967-03)
ტიპი მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის პილონური
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის ტიპი კუნძულოვანი
ბაქნის სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი გ. ბათიაშვილი (ქვედა სადგური)
თ. თევზაძე (ვესტიბიული)
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“
ქალაქში გასასვლელი ქეთევან დედოფლის გამზირი
წინანდლის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი 06:00—23:00
„300 არაგველი“ ვიკისაწყობში

მიწისზედა ვესტიბიული რკინაბეტონის ნაგებობაა, აქვს დიდი შემინული ღიობები. ქვედა სადგურში თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული პილონები გადახურულია კამარით. გვერდით კედელზე დიდი ჭედური პანოა სამასი არაგველის გმირობის თემაზე (მოქანდაკეები თ. და გ. გიგაურები).[1]

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
  2. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.