2K Games
2K Games, Inc — ამერიკული კომპანია, რომელიც ქმნის, გამოსცემს და დისტრიბუციას უწევს ვიდეო თამაშებს, როგორებიც არის Borderlands, Civilization V NBA 2K და სხვა მრავალი.[1] 2K Games არის Take-Two Interactive-ის შვილობილი კომპანია. დაარსდა 2005 წელს, მას შემდეგ რაც Take-Two Interactive-მა Sega-სგან შეიძინა კომპანიები Visual Concepts და Kush Games $24 მილიონის სანაცვლოდ.[2]
![]() | |
ტიპი | შვილობილი |
---|---|
დარგი |
ვიდეო თამაშების ინდუსტრია ინტერაქტიული გართობა |
დაფუძნდა | 25 იანვარი, 2005 |
სათავო ოფისი | ნოვატო, კალიფორნია, აშშ |
მმართველი |
კრისტოფერ ჰარტმანი (პრეზიდენტი) დეივიდ ისმაილერი (მართვის ოფიცერი) |
პროდუქცია | ვიდეო თამაშები |
მფლობელი | Take-Two Interactive |
საიტი | ოფიციალური საიტი |
სახელწოდება „2K Games“ მოდის კომპანია Visual Concepts-ის მიერ შემუშავებული თამაშების სერიიდან 2K, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ Dreamcast-ზე გამოდიოდა. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს ნოვატოში, კალიფორნია. იგი აქტიურად ვითარდება და მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევვე მის ფარგლებს გარეთაც.
2K Games ნომინირებული იქნა ბრიტანული აკადემიის თამაშების დაჯილდოებაზე.[3]
სტუდიებირედაქტირება
- 2K Games - ნოვატო, კალიფორნია. დაარსდა 2005 წელს.
- 2K Czech - მდებარეობს ქალაქ ბრნო-ში, ჩეხეთის რესპუბლიკა. დაარსდა 1997 წელს, როგორც Illusion Softworks, შეძენილი იქნა 2007 წელს.[4]
- 2K Vegas - მდებარეობს ლას-ვეგასში. დაარსდა 2013 წელს.
- 2K Marin - ნოვატო, კალიფორნია. დაარსდა 2007 წელს.
- Firaxis Games - ჰანტ-ვალეი, მერილენდი. დაარსდა 1996 წელს. 2005 წლის 7 ნოემბერს შეიძინა Take-Two Interactive-მა.[5]
- Hangar 13 - ნოვატო, კალიფორნია. დაარსდა 2014 წლის 4 დეკემბერს.
- 2K Play - ონტარიო, კანადა. დაარსდა როგორც Global Star Software 1992 წელს. შეძენილი იქნა 1999 წელს, ხოლო სახელწოდება შეეცვალა 2007 წლის 10 სექტემბერს.
- Cat Daddy Games - კირკლენდი, ვაშინგტონის შტატი. დაარსდა 1996 წელს.
- 2K Sports - ნოვატო, კალიფორნია. დაარსდა 2005 წლის იანვარს.
- Visual Concepts - ნოვატო, კალიფორნია. შეძენილი იქნა 2005 წლის იანვარს კომპანია Sega-სგან.
თამაშებირედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-08. ციტირების თარიღი: 2016-04-20.
- ↑ Sharma, Dinesh. (January 25, 2005) Take-Two takes Sega's sports-game studios. CNET. ციტირების თარიღი: August 24, 2011.
- ↑ Stuart, Keith. (February 13, 2013) Bafta Video Game Awards 2013 – nominees announced. The Guardian. ციტირების თარიღი: June 26, 2013.
- ↑ Annual report of Illusion Softworks, a.s. for 2007, auditor BDO Prima Audit s.r.o. (at the end of 2007 the sole owner of Illusion Softworks, a.s. was Kush Games, Inc.)
- ↑ Firaxis Games, Inc.: Private Company Information. BusinessWeek. Bloomberg. ციტირების თარიღი: August 18, 2011.