ჰუდსონი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰუძონი)

ჰუდსონი (ინგლ. Hudson River, მოჰიკან. Muh-he-kun-ne-tuk) — მდინარე აშშ-ის აღმოსავლეთში, ეკუთვნის ატლანტის ოკეანის აუზს. სიგრძე 507 კმ, აუზის ფართობი 36 ათ. კმ².

ჰუდსონი
Hudson River
ქვეყანა აშშ
ქალაქები ტროა, ოლბანი, ჰუდსონი, კინგსტონი, ნიუ-იორკი
სათავე ადირონდაკის მთები
44°05′28″ ჩ. გ. 74°02′21″ დ. გ. / 44.09111° ჩ. გ. 74.03917° დ. გ. / 44.09111; -74.03917
შესართავი აპერ-ნიუ-ორკ-ბეი
40°42′11″ ჩ. გ. 74°01′34″ დ. გ. / 40.70306° ჩ. გ. 74.02611° დ. გ. / 40.70306; -74.02611
შესართავის მდებარეობა ნიუ-იორკი
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 507 კმ
აუზის ფართობი 36 კმ²
ჰუდსონი — აშშ
ჰუდსონი
ჰუდსონი
— სათავე, — შესართავი
link=commons:Category:{{{Commons}}} ჰუდსონი
Hudson River
ვიკისაწყობში

მდინარე სათავეს იღებს ადირონდაკის მთებში, მიედინება ძირითადად ნიუ-იორკის შტატის ტერიტორიაზე, ქვემო წელში ქმნის ვრცელ გავაკებას, რომელიც ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შორის საზღვარს წარმოადგენს. ჩაედინება ატლანტის ოკეანის ლოუერ-ბეის უბეში.

მდინარე სანაოსნოდ გამოიყენება ქვემო წელში, სადაც მას მთავარი შენაკადი - მდ. მოჰავკი - უერთდება. დაკავშირებულია ტბებთან ერი (ერის არხი), ონტარიო და შამპლეინი სანაოსნო არხებით, რომელიც სამდინარო გზას ქმნის მდ. წმ. ლავრენტისთან. ჰუდსონზე დგას ქალაქები ტროა, ოლბანი, ჰუდსონი, კინგსტონი, ხოლო უბის შესართავთან — ქ. ნიუ-იორკი.

ევროპელთაგან პირველმა ჰუდსონი აღმოაჩინა იტალიელმა ჯოვანი და ვერაძანომ 1524 წელს. 1609 წელს მდინარე გამოიკვლია ინგლისელმა ჰენრი ჰუდსონმა, რომლის პატივსაცემადაც მას ეს სახელი დაერქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება