ჰუტუ
ჰუტუ ასებე აბაჰუტუ — აფრიკის დიდი ტბების ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. ისინი ძირითადად ცხოვრობენ: რუანდაში, ბურუნდიში და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში, სადაც ტუტსებთან და ტვასთან ერთად ძირითად ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.
ჰუტუ | |
---|---|
ჰუტუს და სხვა რუანდელი ბავშვები ვირუნგის ეროვნული პარკში. | |
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 11.5 მლნ | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | რუანდა-რუნდი, ინგლისური, ფრანგული |
რელიგიები | ქრისტიანობა |
დემოგრაფია
რედაქტირებარუანდაში და ბურუნდიში ჰუტუ ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიხედვით რუანდელების 84% და ბურუნდიელების 85% ჰუტუს წარმოადგენენ. სიდიდით მეორე ჯგუფი შესაბამისად 15% და 14%-ით ტუტსებია.[1][2] ტვა პიგმეები სიდიდით მესამე ეთნიკური ჯგუფია, ისინი იზიარებენ ჰუტუების და ტუტსების ენას და კულტურას, თუმცა მათგან საგრძნობლად პატარა სიმაღლით გამოირჩევიან.[3][4]
წარმოშობა
რედაქტირებამიიჩნევა, რომ ჰუტუ მიგრირდა დასავლეთი აფრიკიდან დიდი ტბების ტერიტორიაზე ბანტუს ექსპანსიის პერიოდში.[5] სხვა და სხვა თეორიებია, რომლებიც ცდილობენ ახსნან ფიზიკური სხვაობის მიზეზი ჰუტუსა და მათ მეზობელ ასევე ბანტუზე მოსაუბრე ტუტსებს შორის. ერთი თეორია, რომელიც ძირითადად ზეპირსიტყვიერებას ეყრდნობა ამბობს, რომ ტუტსების წინაპრები იყვენენ კავკასიური რასის წარმომადგენლები, რომლებიც დიდი ტბების რეგიონში ჩრდილოეთი აფრიკიდან მოვიდნენ.
ალტერნატიული თეორიის მიხედვით, ჰუტუს და ტუტსებს საერთო ბანტუს ხალხის წინაპარები ჰყავდათ, ხოლო მათი გაყოფა გერმანელების და ბელგიელების მიერ ხელოვნურად მოხდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ CIA World Factbook writers. Rwanda: People. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-21. ციტირების თარიღი: 2006-10-31.
- ↑ CIA World Factbook writers. Burundi: People. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-28. ციტირების თარიღი: 2006-10-31.
- ↑ Encyclopædia Britannica writers. Twa. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 2006-11-01.
- ↑ The Meaning of "Hutu," "Tutsi," and "Twa". Human Rights Watch (1999). ციტირების თარიღი: 2006-10-31.
- ↑ Luis, J; Rowold, D; Regueiro, M; Caeiro, B; Cinnioglu, C; Roseman, C; Underhill, P; Cavallisforza, L; Herrera, R (2004). „The Levant versus the Horn of Africa: Evidence for Bidirectional Corridors of Human Migrations“. The American Journal of Human Genetics. 74 (3): 532–44. doi:10.1086/382286. PMC 1182266.